ოთხშაბათს, 7 ოქტომბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი, ნამიბიის ნაკრებთან შერკინებით დაასრულებს ინგლისსა და უელსში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას. ეს შეხვედრა „ბორჯღალოსნებისთვის“ უაღრესად პრინციპულია: გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს მომავალი, 2019 წლის ჩემპიონატის საგზურს გაინაღდებს. თუმცა, როგორც ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი დავით კაკაბაძე ინგლისიდან გვატყობინებს, დღევანდელი მატჩისთვის ნამიბიელებიც მეტად სერიოზულად ემზადებიან.