Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის დაკავება და გათავისუფლება


5 დეკემბერს კიევში, თბილისის დროით 12 საათზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. უკრაინული მედიის ცნობით, ოპერაცია ადგილობრივი დროით 07:30 საათზე დაიწყო. შეიარაღებულმა სპეცრაზმმა მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრია და ჩხრეკა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი გარკვეული ხნის განმავლობაში შენობის სახურავზე იმყოფებოდა, საიდანაც მის სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავდა და სახურავიდან გადმოხტომითაც იმუქრებოდა. რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ სააკაშვილი სპეცრაზმმა დააკავა და მიკროავტობუსით ეცადა მის წაყვანას, თუმცა სამართალდამცველებს სააკაშვილის მხარდამჭერებმა ამის საშუალება არ მისცეს და რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხეს სააკაშვილი მიკროავტობუსიდან გამოეყვანათ. აქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნის აქციაში გადაიზარდა და ხალხის მასა უკრაინის პარლამენტისკენ დაიძრა.

XS
SM
MD
LG