რუსთავი 20 დეკემბრიდან საახალწლოდ არის მორთული. ტრადიციულად, ქალაქის ცენტრალური ქუჩები თუ სკვერები ღამით მრავალფეროვანი დეკორაციებით ნათდება. წინასაახალწლო ვაჭრობაა მარკეტებსათუ ბაზრებში. მერიის წინ ხელოვნური დიდი ნაძვის ხეც ერთი კვირის წინ დადგეს - ისევ ის, რომელსაც, ლამის ათეული წელია, ყოველი წლის ბოლოსრთავენ.
საახალწლოდაა გაფორმებული ქალაქის დიდი თუ მცირე მარკეტები, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ იქ გაცხოველებული წინასაახალწლო ვაჭრობა მიმდინარეობს. ქვეყანაში ფული არ არის, ხალხს მაცივრები ცარიელი აქვს, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან გამოსული ვლადიმერ გაბარაევი. მისივე დაკვირვებით, ისედაც გაძვირებული პროდუქტი საახალწლოდ კიდევ უფრო გაძვირდა.
სახელოვნებო ცენტრის გაერთიანების წარმომადგენლის გეგი ლიპარტელიანის თქმით, „საახალწლო სოფელი“ გაფორმებული იქნება ახალი წლის და შობის დეკორაციებით, მანათობელი ანგელოზებით,თოვლის ბაბუებით, ნაძვის ხეებით, სასაჩუქრე ყუთებით აწყობილი ნაძვის ხითა და ირმებიანი მარხილით.
ფასების მომატებაზე ლაპარაკობს რევაზ ჩალაძეც, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზარში ხილით, ჩირეულით და სხვა პროდუქტებით ვაჭრობს. მისი თქმით,ფასების მომატება ლარის კურსის ცვლილებამაც გამოიწვია. ქარელის მკვიდრ გოჩა ცაბუტაშვილს რუსთავის ყველაზე დიდ ბაზარში ახალი წლის წინ გასაყიდად ღორის ხორცი ჩამოაქვს ხოლმე. ტრადიცია არც წელს დაურღვევია - პირდაპირ მანქანიდან ვაჭრობს მეგობართან ერთად. ამბობს, რომ სუპერმარკეტებს კონკურენციას ვერ უწევს, იმის მიუხედავად, რომ ხორცს გაცილებით იაფად ყიდის. თუმცა გოჩა ცაბუტაშვილს იმედი აქვს, რომ ხვალიდან სურათი შეიცვლება, შედარებით ხელმოკლე მყიდველი მის პროდუქტს მიეტანება.
ამასობაში მერია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ხის თუ მეტალის დეკორაციებს ამზადებს წინასაახალწო ღონისძიებებისთვის. უკვე დგამენ კოტეჯებს.
გასული წლებისგან განსხვავებით, წლევანდელი ზეიმი ახალი წლის დადგომამდე, ღამის 11 საათზე დასრულდება. 12 საათის შემდეგ კონცერტს აღარავინ ესწრება - როგორც წესი, ყველა სახლში მიდის...
სახელოვნებო ცენტრის გაერთიანების წარმომადგენლის გეგი ლიპარტელიანის თქმით, „საახალწლო სოფელი“ გაფორმებული იქნება ახალი წლის და შობის დეკორაციებით, მანათობელი ანგელოზებით,თოვლის ბაბუებით, ნაძვის ხეებით, სასაჩუქრე ყუთებით აწყობილი ნაძვის ხითა და ირმებიანი მარხილით.
სახელოვნებო ცენტრის გაერთიანების დირექტორი მარიკა ფიროსმანაშვილი ამბობს, რომ ახალი წლის ღამე ამჯერად შედარებით მოკრძალებული იქნება. ეს ტენდერმა განაპირობა, რომელშიც ოთხი კომპანია მონაწილეობდა. მარიკა ფიროსმანაშვილმა დააზუსტა, რომ ტენდერში ინდმეწარმე ლაშა კვარაცხელიამ გაიმარჯვა, რომელმაც მერიისგან შედარებით დაბალი დაფინანსება მოითხოვა - 63 ათასი ლარი.
ფიროსმანაშვილის ინფორმაციით, გასული წლებისგან განსხვავებით, წლევანდელი ზეიმი ახალი წლის დადგომამდე, ღამის 11 საათზე დასრულდება. 12 საათის შემდეგ კონცერტს აღარავინ ესწრება - როგორც წესი, ყველა სახლში მიდის, დასძენს ფიროსმანაშვილი.