ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "საქართველოს" წილებიც დააყადაღა. ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია "საქართველოს" წილების გასხვისება. რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის ეზოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ "მათ გადაკეტილი აქვთ ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ალტერნატივის შემთხვევაში იყენებდნენ".
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1