რაბათის ისტორიულ კომპლექსში ახალციხის ციხის განვითარების მეორე ეტაპი გაზაფხულიდან დაიწყება. პროექტისთვის თანხები 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშია გათვალისწინებული. ახალციხის ციხის დირექტორის გუჯა ბიჭაშვილის თქმით, ისტორიული აბანოებისა და რაბათის უბნის დარჩენილი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდება.
აბანოების აღდგენა გათვალისწინებული იყო წინა ხელისუფლების მიერაც, რომლის დროსაც რაბათის განვითარების პროექტი დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გელა დემეტრაძე განმარტავს, რომ აბანოების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაცია მათ შეიძინეს.
მეორე ეტაპის დაწყებამდე რაბათის ისტორიულ კომპლექსში გასულ წელს აჯამებენ. 132 ათასზე მეტი ვიზიტორი და ნახევარ მილიონ ლარამდე შემოსავალი – ეს მაჩვენებელი ახალციხის ციხეზე 2013 წელს დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით, ისტორიულმა კომპლექსმა მნახველთა მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღო და თავისი მრავალფეროვნებით თავიც დაამახსოვრა.
ახალციხის განახლებული ციხის ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. ხელოვნების ნიმუშთა გამოფენები, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, ახალციხელობა, თამარობა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ქართული სულის ზეიმი, ფოლკლორული ფესტივალი, ფრანგული პროექტი – ფორდი ბოიარდი, მის საქართველო 2013 – ეს იმ ღონისძიებათა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც რაბათის ისტორიულ კომპლექსში გასულ წელს განხორციელდა. სწორედ ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა ახალციხის ადგილობრივი ტელევიზიის მიერ ორგანიზებული ,,მესხური ფესტივალი“.
ვიზიტორთა სიმრავლე შესამჩნევი იყო ციხის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებებისთვისაც. „ჯინო ველნესის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სასტუმრო ისტორიულ კომპლექსში მაისის თვიდან ფუნქციონირებს, თუმცა მცირე დროის განმავლობაში იგი მაინც სრული დატვირთვით მუშაობდა. ნანა ბერიშვილი მიიჩნევს, რომ დამთვალიერებლები ახალციხის ციხით დაინტერესდნენ, რაც მათ შემოსავლებზეც აისახა.
გასულ წელს ახალციხის ციხეს ყველაზე მეტი - 5436 - ვიზიტორი მარტო ისრაელიდან ეწვია. ებრაელ დამთვალიერებლებს არც პოლონელი და თურქი ტურისტები ჩამორჩებიან. ისტორიულ კომპლექსში ტურისტული სეზონი ივნისის თვეში გაიხსნა. ამავე თვეში მიიღო ციხემ დამთვალიერებელთა ყველაზე დიდი ნაკადი. კომპლექსის დირექტორის გუჯა ბიჭაშვილის თქმით, თითოეული ვიზიტორის შემოსვლა მკვეთრად აისახა ახალციხის შემოსავლებზე. ამიტომ მომავალი წლიდან ტურისტთა რაოდენობის გასაზრდელად ახალი ღონისძიებები იგეგმება.
2014 წლისთვის ახალციხის ციხე ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან 905 ათასი ლარით დაფინანსდა. ციხის დირექტორის თქმით, აღნიშნული თანხა გასულ წელთან შედარებით ნაკლებია, თუმცა მას ადგილობრივი შემოსავლებიც დაემატება. ბოლო პერიოდში ტერიტორიაზე ახალგაზრდული ბარი „გოლდენ თაუნი“ გაიხსნა, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. გუჯა ბიჭაშვილი იმედოვნებს, რომ „გოლდენ თაუნი“ ციხის დამთვალიერებელთა ინტერესს გაზრდის. 2013 წლის ტურისტული სეზონი რაბათის ისტორიულ კომპლექსში 25 ოქტომბერს ოფიციალურად დაიხურა. 2014 წლიდან ციხე ტურისტთა ახალ ნაკადს ელოდება.