Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყის კოდექსით უნდა აიკრძალოს ხე-ტყის არარაციონალური გამოყენება


ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველომ მიიღო ეროვნული სატყეო კონცეფციის პოლიტიკური დოკუმენტი, რომლის თანახმად, ტყის კოდექსით უნდა აიკრძალოს სოციალური დანიშნულებით ხე-ტყის არარაციონალური გამოყენება და ქვეყანამ ტყის მდგრადი მართვა უნდა დაიწყოს. ახალ კოდექსზე მუშაობა წელიწად-ნახევარია მიმდინარეობს და პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე უნდა წარედგინოს. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ ჩატარებული კვლევით, საქართველოში კანონიერად და უკანონოდ მოჭრილ მერქანს შორის დიდი რაოდენობრივი სხვაობაა, ქვეყნის მასშტაბით კი ყოველწლიურად ხდება 200 ათასი კუბური მეტრი ტყის თვითგანახლება, რაც მოჭრილი ხე-ტყის ძალიან მცირე ნაწილია. პრობლემის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და გამოსავლის გზებზე მსჯელობის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი რეგიონებში შეხვედრებს მართავს.

XS
SM
MD
LG