Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული საღამო პრაღაში: გურამ რჩეულიშვილის ხსოვნა და ახალგაზრდა მხატვრის გამოფენა


22 ოქტომბერს პრაღაში გაიმართება ქართული საღამო. მას უმასპინძლებს კაფე „ლანგჰანზი“, რომელიც ჩეხეთში წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციის – „ადამიანი გასაჭირში“ – ცენტრს ეკუთვნის. ქართული საღამო ითვალისწინებს ახალგაზრდა მხატვრის, ბერდია არაბულის პერსონალურ გამოფენასა და გურამ რჩეულიშვილისადმი მიძღვნილ ლიტარატურულ საღამოს. ჩვენი სტუმრები არიან საღამოს ორგანიზატორი ლაშა ნავერიანი და მხატვარი ბერდია არაბული. მათგან შევიტყვეთ, რომ გურამ რჩეულიშვილისადმი მიძღვნილი საღამოს გამართვის იდეა ეკუთვნის პრაღაში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირს, მამა იოსებს (იოსებ გაჩავას).

XS
SM
MD
LG