მოსკოვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის" წევრები. მათ ორ-ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე მარინა სიროვას თანახმად, ისინი დამნაშავე არიან რელიგიურად მოტივირებულ ხულიგნობაში. სიროვას თქმით, ჯგუფმა გულმოდგინედ დაგეგმა 21 თებერვლის აქცია მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში. პანკ-ჯგუფის მხარდამჭერი აქციები დღეს რუსეთისა და მსოფლიოს ათობით ქალაქში, მათ შორის - პეტერბურგში, ნიუ იორკში, ლონდონში, პარიზში, ვილნიუსსა და პრაღაში გაიმართა. „პუსი რაიოტის“ მხარდამჭერი განცხადება პოლ მაკკარტნიმ და მადონამაც გააკეთეს. „პუსი რაიოტის“ სამი წევრი გაასამართლეს ხულიგნობის ბრალდებით, როგორც ჯგუფი უწოდებს, „პანკ-ლოცვის“ გამო“, რომელიც მათ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში აღავლინეს და რომლის ტექსტში მიმართვაა ღვთისმშობლისადმი, „პუტინი განდევნეო“.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1