დღეს ამოიწურა 10-დღიანი ვადა, რომელიც პრეზიდენტს პენიტენციარულ სისტემაში მომხდარი ძალადობის ფაქტების საგამოძიებო კომისიის დასამტკიცებლად ჰქონდა. კომისიის შექმნის ინიციატივაზე სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი ტუღუში 25 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობდა, თუმცა ამ დრომდე კომისიის შემადგენლობა უცნობია. ამასთან, სახალხო დამცველი და უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ასობით საჩივარს იღებენ პატიმრებისგან მათზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ. უფლებადამცველთა თქმით, ეს განცხადებები კვლავ რეაგირების გარეშე რჩება. ”სავარაუდო სუიციდის” ფაქტმა კი, რომელიც 5 სექტემბერს მსჯავრდებულთა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდა, კიდევ ერთხელ გამოააშკარავა პენიტენციარულ სისტემაში არსებული პრობლემები.
5 სექტემბერს მსჯავრდებულთა მე-8 სამკურნალო დაწესებულებაში მომხდარი ”სავარაუდო სუიციდის ფაქტი” მოწმობს იმას, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში დარჩენილია მოუგვარებელი პრობლემები, ამბობს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია იმნაძე. მისი სიტყვებით, ეს არის ” მიშვებული სისტემის” შედეგი და პრობლემა, რომელმაც კიდევ ერთხელ იჩინა თავი. ნათია იმნაძე კონკრეტული მსჯავრდებულის ”სავარაუდო სუიციდის ფაქტს” ფსიქიატრიული ექსპერტიზის ”უაზრო პროცედურასა” და სასჯელაღსრულების სისტემაში პრობლემურ მსჯავრდებულთა კონტროლის არასათანადო მექსნიზმთან აკავშირებს:
”ეტყობა, ეს დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს სათანადო კონტროლს და სათანადო მეთვალყურეობას პრობლემურ მსჯავრდებულებზე. ჩვენი დიდი ხნის რეკომენდაციაა, რომ ზოგადად ფსიქიკურ სფეროში პრობლემების მქონე მსჯავრდებულები სასჯელაღსრულების სისტემაში საერთოდ არ იყვნენ. სამწუხაროდ, ამას საკმაო დრო დასჭირდება...”
ომბუდსმენის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია იმნაძე პენიტენციარულ სისტემაში დღეს არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას ამბობს, რომ 18 სექტემბრიდან დღემდე სახალხო დამცველის ოფისში პატიმრებისგან ”აუარება” საჩივარია შესული და ოფისი ”ძლივს აუდის” ამ საჩივრების დახარისხებას და საგამოძიებო ორგანოებისთვის გადაგზავნას. ნათია იმნაძის სიტყვებით, გარდა 18 სექტემბრამდე მომხდარი ძალადობის ფაქტებისა, არის ერთეული საჩივრები პატიმრებისა უკვე ახალი ადმინისტრაციის პირობებში მომხდარი ძალადობის ფაქტების შესახებ. ნათია იმნაძის სიტვებით, სისტემის შეცვლას და გადახალისებას წლები დასჭირდება, ვინაიდან ის დღეს მთლიანად ”ჭაობია”. ამასთან, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ აუცილებელია იმ ფაქტების დროული გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგება, ვისზეც უკვე ღიად მიუთითებენ პატიმრები. თუმცა, ნათია იმნაძისავე სიტყვებით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების მიმართ. ეს არ შეეხება მხოლოდ იმ 17 დაკავებულ პირს, რომელთა შესახებაც რამდენიმე ხნის წინ მთავარი პროკურატურა იუწყებოდა:
”მარტო მთავარ პროკურატურას ამისთვის, ალბათ, არც რესურსი ეყოფა და, ზოგადად, ნდობის ფაქტორიც ძალიან დაბალი აქვს ამ უწყებას, იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში მისთვის ცნობილი იყო ამ ფაქტების შესახებ ჩვენგან, სახალხო დამცველისგან და რაიმე დიდი რეაგირება არ მოუხდენიათ, გარდა გამოძიების დაწყებისა. შესაბამისად, ახლა უნდა მოხერხდეს, რომ ისეთმა ორგანომ გამოიძიოს, ვისაც აქვს მოქალაქეების და იმავე პატიმრების ნდობა.”
ნათია იმნაძის მიერ დასახელებული სანდო საგამოძიებო ჯგუფის შექმნაზე 25 სექტემბერს სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი ტუღუშიც ლაპარაკობდა. თუმცა, როგორც ჩანს, საქმე ამ თემაზე საუბრის იქით არ წასულა. როგორც უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, მინისტრთან ამ ინიციატივაზე სასაუბროდ პირველი შეხვედრის შემდეგ აღარაფერი სმენიათ. არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუცის 42-ე მუხლის” აღმასრულებლი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო ჯგუფში მათთან ერთად არ უნდა ყოფილიყვენ პროკურატურის და სხვა სახელისუფლო სტრუქტურების წარმომადგნელები. სხვა თემებზე არაფერი დაზუსტებულა. ამ დრომდე არც კომისია შექმნილა. ნაზი ჯანეზაშვილის სიტყვებით, გიორგი ტუღუშთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრისას დაიდო პირობა, რომ მათ საგამოძიებო ჯგუფის შექმნის შესახებ შეეხმიანებოდნენ:
”კონკრეტულად რა ვადებში შემოგვეხმიანებოდნენ და რა ვადებში იქნებოდა უკვე ჯგუფის შექმნა ინიცირებული, ამის შესახებ არც შეხვედრაზე უთქვამს მინისტრს, არც შემდგომ აღარ შემოგვხმიანებია. თუმცა იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ ეს თემა აქტუალური გახდება.”
ნაზი ჯანეზაშვილის მსგავსად, კომისიის მუშაობის დაწყების მოლოდინშია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი. ამასთან, ის იმასაც ამბობს, რომ არათუ პენიტენციარულ სისტემაში მომხდარი ძალადობის ფაქტების საგამოძიებო ჯგუფი არ შექმნილა, არამედ საგამოძიებო ორგანოებსაც არ დაუწყიათ მომხდარ დანაშაულთა გამოძიება.
”ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამ სისტემაში მუშაობდა, დღეს კვლავ მუშაობს სისტემაში და მათ წინააღმდეგ არანაირი საგამოძიებო ღონისძიება არ დაწყებულა და პატიმრები არიან ისევ შიშის ქვეშ, რომ კიდევ არ განმეორდეს მსგავსი ფაქტები.”
როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ციხეში მომხდარ დანაშაულთა საგამოძიებო ჯგუფის თაობაზე საუბარი 8 ოქტომბერს განახლდება და ამის შესახებ მედიასაც ეცნობება.

მარტო მთავარ პროკურატურას ამისთვის, ალბათ არც რესურსი ეყოფა და ზოგადად ნდობის ფაქტორისც ძალიან დაბალი აქვს ამ უწყებას, იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში, მისთვის ცნობილი იყო ამ ფაქტების შესახებ ...ნათია იმნაძე
ომბუდსმენის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია იმნაძე პენიტენციარულ სისტემაში დღეს არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას ამბობს, რომ 18 სექტემბრიდან დღემდე სახალხო დამცველის ოფისში პატიმრებისგან ”აუარება” საჩივარია შესული და ოფისი ”ძლივს აუდის” ამ საჩივრების დახარისხებას და საგამოძიებო ორგანოებისთვის გადაგზავნას. ნათია იმნაძის სიტყვებით, გარდა 18 სექტემბრამდე მომხდარი ძალადობის ფაქტებისა, არის ერთეული საჩივრები პატიმრებისა უკვე ახალი ადმინისტრაციის პირობებში მომხდარი ძალადობის ფაქტების შესახებ. ნათია იმნაძის სიტვებით, სისტემის შეცვლას და გადახალისებას წლები დასჭირდება, ვინაიდან ის დღეს მთლიანად ”ჭაობია”. ამასთან, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ აუცილებელია იმ ფაქტების დროული გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგება, ვისზეც უკვე ღიად მიუთითებენ პატიმრები. თუმცა, ნათია იმნაძისავე სიტყვებით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების მიმართ. ეს არ შეეხება მხოლოდ იმ 17 დაკავებულ პირს, რომელთა შესახებაც რამდენიმე ხნის წინ მთავარი პროკურატურა იუწყებოდა:
”მარტო მთავარ პროკურატურას ამისთვის, ალბათ, არც რესურსი ეყოფა და, ზოგადად, ნდობის ფაქტორიც ძალიან დაბალი აქვს ამ უწყებას, იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში მისთვის ცნობილი იყო ამ ფაქტების შესახებ ჩვენგან, სახალხო დამცველისგან და რაიმე დიდი რეაგირება არ მოუხდენიათ, გარდა გამოძიების დაწყებისა. შესაბამისად, ახლა უნდა მოხერხდეს, რომ ისეთმა ორგანომ გამოიძიოს, ვისაც აქვს მოქალაქეების და იმავე პატიმრების ნდობა.”
ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამ სისტემაში მუშაობდა დღეს კვლავ მუშაობს სისტემაში და კვლავ, მათ წინააღმდეგ არანაირი საგამოძიებო ღონისძიება არ დაწყებულა ...უჩა ნანუაშვილი