სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი ტუღუში ახალი ინიციატივით გამოდის - შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა ფაქტს გამოიძიებს. ინიციატივა ცნობილი და მოწონებულია პრეზიდენტ სააკაშვილის მიერაც, რომელსაც გიორგი ტუღუშმა უკვე ჩააბარა პირველი ანგარიში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბოლო დღეების განმავლობაში არსებული ვითარების თაობაზე. საგამოძიებო ჯგუფი ათი დღის ვადაში უნდა დაკომპლექტდეს. მის შემადგენლობას პრეზიდენტი სააკაშვილი დაამტკიცებს. ჯგუფის მუშაობას სახელმწიფი დააფინანსებს.
იქნება თუ არა საგამოძიებო ჯგუფის საქმიანობა ეფექტური, როგორც ამას გიორგი ტუღუში აცხადებს და მოჰყვება თუ არა პროკურატურისგან რეაგირება მათ მიერ მოგროვილ მასალებს?
ჯგუფი, რომელმაც, წესით, უნდა გამოიძიოს, თუ რა ხდებოდა ციხეებში ბოლო წლების განმავლობაში, ათ დღეში უნდა დაკომპლექტეს და პრეზიდენტმა დაამტკიცოს. არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე სთხოვეს კანდიდატურების წარდგენა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ დამოუკიდებელ საგამოძიებო ჯგუფში, როგორც გიორგი ტუღუში აცხადებს, შევლენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ან იურიდიული კომიტეტის წევრი, სასჯელაღსრულების მინისტრი ან მისი წარმომადგენელი, ადვოკატი, პროკურორი, რომელსაც ადრე მსგავსი საქმეები არასოდეს უწარმოებია, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები. ჯგუფს მიენიჭება ყველა უფლება, რასაც ბოლო წლების განმავლობაში არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია ითხოვდა:
”ჯგუფს ექნება უფლებამოსილება პირადად აწარმოოს მოკვლევა მთელ რიგ დაწესებულებებში და ასევე დაუბრკოლებლად შეხვდეს იმ პირებს, რომლებთან შეხვედრაც დააინტერესებს, ასევე მიიღოს ახსნა-განმარტებები როგორც სავარაუდო მსხვერპლის, ისე შესაბამისი მოწმეებისა და სავარაუდო სამართალდამრღვევებისგან. თუ ჯგუფი მოითხოვს, რომ რომელიმე საჯარო პირს, რომელიც სისტემაში დღემდე საქმიანობს, ან რომელიმე საქმესთან დაკავშირებულ პირს უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება, ეს, რა თქმა უნდა, დაკმაყოფილებული იქნება. ჯგუფს უფლება ექნება საჯარო გახადოს თავისი დასკვნები და, მათი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, გააცნოს ისინი საზოგადოებას. რა თქმა უნდა, დაცული იქნება მსხვერპლთა დაცვის და მათი ფსიქოლოგიური დახმარების ყველა საერთაშორისო სტანდარტი.”
გიორგი ტუღუში ამ ჯგუფის მუშაობას ასე ხედავს: გამოძიების დასრულების შემდეგ საგამოძიებო ჯგუფი მასალებს მთავარ პროკურატურას გადასცემს, რომელიც, თავის მხრივ, დაიწყებს იმ პირთა სისხლისსამართლებრივ დევნას, რომლებიც ამ გამოძიების პროცესში გამოვლინდებიან. ჩვენ მას ვკითხეთ, რა გარანტია არსებობს, რომ პროკურატურა დამნაშავეებს დასჯის, მით უმეტეს, რომ წლების განმავლობაში, მიუხედავად უფლებადამცველების და სახალხო დამცველის არაერთი მიმართვისა, პროკურატურას წამებისა და არაადამიანური მოპყრობისათვის არც ერთი საქმე არ აღუძრავს. გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ ეს საგამოძიებო ჯგუფი სწორედ ამიტომ იქმნება და ამ ჯგუფის მიმართ განსაკუთრებულ ნდობას მოითხოვს.
სასჯელაღსრულების მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისგან, რადგან, მისი სიტყვებით, ამ ფაქტს საპატიმროებში უკვე მოჰყვა პატიმართა სუიციდის რამდენიმე მცდელობა.
არასამთავრობოების ნაწილი ტუღუშის ამ ინიციატივას მიესალმება და ამბობს, რომ საგამოძიებო ჯგუფი მაქსიმალურად ეცდება შედეგიანად იმუშაოს, თუმცა სხვა საკითხია რა რეაგირება მოჰყვება მას პროკურატურისგან, აცხადებს ორგანიზაცია ”ციხის საერთაშორისო რეფორმის” ხელმძღვანელი ცირა ჭანტურია:
”არა მგონია, რომ იმაზე არაეფექტური გამოდგეს ეს გამოძიება, ვიდრე ადრე ხდებოდა, როცა, ფაქტობრივად, ნულოვანი იყო რეაგირება და ამაზე სახალხო დამცველი წლიურ ანგარიშებშიც წერდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არასამთავრობოები, მტკიცებულებების შეგროვების თვალსაზრისით, მაქსიმუმს გააკეთებენ, თუმცა რამდენად სერიოზულად მოეკიდება პროკურატურა უკვე მოგროვილ ინფორმაციას, ეს სხვა საკითხია, ეს უკვე ჩვენ უნდა ვნახოთ.”
”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი კი ამ ეტაპზე საჭიროდ მიიჩნევს შეიქმნას ფაქტების დამდგენი მისია, რომელშიც პატიმრების ნდობით აღჭურვილი ადამიანები შევლენ. ხოლო თუ საგამოძიებო ჯგუფში შევლენ ხელისუფლების წარმომადგენლები, პროკურორები და ა.შ., პატიმრები ღია საუბრებისგან კვლავაც თავს შეიკავებენ და გამოძიებაც წინ ვერ წავა:
”რა გამოდის, რომ ციხის ადმინისტრაცია ექვემდებარება სასჯელაღსრულების სამინისტროს და სამინისტროს წარმომადგენელთან უნდა ისაუბრონ ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე? მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი იქნება. ამ სახელმწიფო დაწესებულებებს წლებია ევალებოდათ გამოეძიებინათ ეს დანაშაულები და არ დაეშვათ, რომ ის მომხდარიყო, რაც მოხდა. მაგრამ მათ არათუ დაუშვეს, არამედ ჩაიდინეს ასეთი დანაშაული. პარლამენტი წლების განმავლობაში აფარებდა მათ ხელს და პროკურატურაც იყო აბსოლუტურად გულგრილი ამ ფაქტების მიმართ და ახლა ამ პატიმრებმა ამავე ადამიანებთან უნდა ისაუბრონ წამების ფაქტებზე? არ იქნება ნდობა და, მათ შორის, ჩვენ მიმართაც, თუკი ამ კომისიაში ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ.”
თუ ხელისუფლებას ნამდვილად სურს ფაქტების დადგენა, ფიქრობს თამარ ჩუგოშვილი, მაშინ ეს საქმე უნდა მიანდოს საზოგადოებრივ კომისიას, რომელშიც ადვოკატები, ექიმები, ფსიქოლოგები შევლენ. დღეს, მისი სიტყვებით, გამოძიების მიმართ ნდობა ნულის ტოლია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ტუღუშმა სასჯელაღსრულების მინისტრის რანგში უკვე წარუდგინა პირველი ანგარიში საქართველოს პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილმა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ ”ციხეებში წესრიგი დამყარდა და ახლა საჭიროა მუდმივი მონიტორინგი”:
”... ასევე, ჩვენ ვერ შევასუსტებთ უსაფრთხოებას, რადგან ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ ციხის კარი უცბად გაიღება და ყველა გარეთ გამოვა... ვეთანხმები კონცეფციას - მოხდეს დეპოპულაცია... უნდა ვიმუშაოთ ალტერნატიული სასჯელის შემოღებაზე, სადაც ეს შესაძლებელია”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
25 სექტემბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ დააკავეს პატიმრების წამებაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი, მამუკა ჩხიტუნიძე. როგორც პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ის გლდანის მე-8 საპყრობილის კონტროლიორად მუშაობდა და მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144" მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ადამიანების წამება.
ოფიციალური ინფორმაციით, სულ, ამ დროისთვის დაკავებულია 12 პირი.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ, პატიმართა წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამოძიების ფარგლებში, გამოვლენილია განსაკუთრებით მძიმე მეთოდების გამოყენებით წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვა ფაქტებიც.

დარწმუნებული ვარ, რომ არასამთავრობოები, მტკიცებულებების შეგროვების თვალსაზრისით, მაქსიმუმს გააკეთებენ, თუმცა რამდენად სერიოზულად მოეკიდება პროკურატურა უკვე მოგროვილ ინფორმაციას, ეს სხვა საკითხია, ეს უკვე ჩვენ უნდა ვნახოთ...ცირა ჭანტურია
სასჯელაღსრულების მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისგან, რადგან, მისი სიტყვებით, ამ ფაქტს საპატიმროებში უკვე მოჰყვა პატიმართა სუიციდის რამდენიმე მცდელობა.
არასამთავრობოების ნაწილი ტუღუშის ამ ინიციატივას მიესალმება და ამბობს, რომ საგამოძიებო ჯგუფი მაქსიმალურად ეცდება შედეგიანად იმუშაოს, თუმცა სხვა საკითხია რა რეაგირება მოჰყვება მას პროკურატურისგან, აცხადებს ორგანიზაცია ”ციხის საერთაშორისო რეფორმის” ხელმძღვანელი ცირა ჭანტურია:
”არა მგონია, რომ იმაზე არაეფექტური გამოდგეს ეს გამოძიება, ვიდრე ადრე ხდებოდა, როცა, ფაქტობრივად, ნულოვანი იყო რეაგირება და ამაზე სახალხო დამცველი წლიურ ანგარიშებშიც წერდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არასამთავრობოები, მტკიცებულებების შეგროვების თვალსაზრისით, მაქსიმუმს გააკეთებენ, თუმცა რამდენად სერიოზულად მოეკიდება პროკურატურა უკვე მოგროვილ ინფორმაციას, ეს სხვა საკითხია, ეს უკვე ჩვენ უნდა ვნახოთ.”
”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი კი ამ ეტაპზე საჭიროდ მიიჩნევს შეიქმნას ფაქტების დამდგენი მისია, რომელშიც პატიმრების ნდობით აღჭურვილი ადამიანები შევლენ. ხოლო თუ საგამოძიებო ჯგუფში შევლენ ხელისუფლების წარმომადგენლები, პროკურორები და ა.შ., პატიმრები ღია საუბრებისგან კვლავაც თავს შეიკავებენ და გამოძიებაც წინ ვერ წავა:
”რა გამოდის, რომ ციხის ადმინისტრაცია ექვემდებარება სასჯელაღსრულების სამინისტროს და სამინისტროს წარმომადგენელთან უნდა ისაუბრონ ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე? მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი იქნება. ამ სახელმწიფო დაწესებულებებს წლებია ევალებოდათ გამოეძიებინათ ეს დანაშაულები და არ დაეშვათ, რომ ის მომხდარიყო, რაც მოხდა. მაგრამ მათ არათუ დაუშვეს, არამედ ჩაიდინეს ასეთი დანაშაული. პარლამენტი წლების განმავლობაში აფარებდა მათ ხელს და პროკურატურაც იყო აბსოლუტურად გულგრილი ამ ფაქტების მიმართ და ახლა ამ პატიმრებმა ამავე ადამიანებთან უნდა ისაუბრონ წამების ფაქტებზე? არ იქნება ნდობა და, მათ შორის, ჩვენ მიმართაც, თუკი ამ კომისიაში ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ.”
თუ ხელისუფლებას ნამდვილად სურს ფაქტების დადგენა, ფიქრობს თამარ ჩუგოშვილი, მაშინ ეს საქმე უნდა მიანდოს საზოგადოებრივ კომისიას, რომელშიც ადვოკატები, ექიმები, ფსიქოლოგები შევლენ. დღეს, მისი სიტყვებით, გამოძიების მიმართ ნდობა ნულის ტოლია.
ჩვენ ვერ შევასუსტებთ უსაფრთხოებას, რადგან ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ ციხის კარი უცბად გაიღება და ყველა გარეთ გამოვა... ვეთანხმები კონცეფციას - მოხდეს დეპოპულაცია... უნდა ვიმუშაოთ ალტერნატიული სასჯელის შემოღებაზე, სადაც ეს შესაძლებელია...მიხეილ სააკაშვილი