Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარეხა, სოფელი სადაც მხოლოდ ოთხი ოჯახი ცხოვრობს


ადიგენი
ადიგენი

გოგიტა მსხვილიძე 78 წლისაა და ფარეხაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ცოლ-ქმარი ამბობს, რომ მათი სოფელი დაცლილია. მოხუცებს მხოლოდ რამდენიმე მეზობელი ჰყავთ. მოხუცს გული სწყდება, რომ საკმაოდ ნაყოფიერი მიწები უკვე რამდენიმე წელია მიტოვებული და დაუმუშავებელია.

სოფელში ყველაზე ახალგაზრდა 53 წლის ქალბატონია. როზა დალაგონიანი ფარეხაში დაიბადა და ამბობს, რომ წლების წინ სოფელში 50-მდე ოჯახი ცხოვრობდა, შემდეგ დასახლება ნელ-ნელა დაიცალა და ახლა ფარეხას მხოლოდ ხანდაზმულები შემორჩნენ. როზა დალაგონიანის თქმით, სოფელში ახალგაზრდები რამდენიმე მიზეზის გამო არ ჩერდებიან. ეს დასახლება თითქმის 20 წელია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სოფელში არც სასმელი და სარწყავი წყალია, ხოლო სკოლა 30 წელია, რაც ნანგრევებად იქცა.

სოფელში მცხოვრები ხანდაზმულები იმასაც ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემების მოსაგვარებლად არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ადგილობრივების თქმით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მათ განუმარტა, რომ სოფელში ელექტროენერგიის შეყვანის ხარჯს მხოლოდ ოთხი ოჯახისთვის ვერ გაიღებდა.

სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაციის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩივიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ უმუშევრობის, გაუმართავი ინფრასტრუქტურის, არასრულყოფილი განათლების, სარწყავი და სასმელი წყლის უქონლობის გამო ადგილობრივები საცხოვრებელ სახლებს და ზოგჯერ ქვეყანასაც ტოვებენ.

XS
SM
MD
LG