აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა ავღანეთში ჩავიდა და ხელისუფლების წევრებსა და საერთაშორისო კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდა. პანეტას ვიზიტის ფონია უკიდურესი აღშფოთება ავღანეთში, რაც ყურანის დაწვამ და ამერიკელი სერჟანტის მიერ 16 სამოქალაქო პირის დახოცვამ გამოიწვია.
ჰელმანდში, ამერიკული სამხედრო ბაზის პირად შემადგენლობასთან შეხვედრაზე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა „ძალზე შემაშფოთებელი“ უწოდა ყურანის დაწვას და 16 ავღანელის დახოცვას, რამაც, ლეონ პანეტას თქმით, კიდევ უფრო გაართულა საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა ომში ჩართულ ქვეყანაში. გავრცელებული ინფორმაციით, პანეტას ვიზიტის დროს სამხრეთ ავღანეთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის ხელმძღვანელობამ ბოდიში მოიხადა ყურანის შეურაცხყოფის გამო, რაც შემთხვევით იმ დროს მოხდა, როდესაც ჯარისკაცები ცდილობდნენ თავიდან მოეშორებინათ უსარგებლო წიგნები. რაც შეეხება ამერიკელი ჯარისკაცის მიერ სამოქალაქო პირების დახოცვას, ამ საზარელ დანაშაულში ეჭვმიტანილი სერჟანტი დაკავებულია და ნატოს სარდლობა პირობას დებს, რომ დამნაშავე მკაცრად დაისჯება:
„ჩვენ შოკირებული და დამწუხრებული ვართ ყანდაარის პროვინციაში გუშინ მომხდარი ინციდენტით. ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდლობა მწუხარებას გამოთქვამს მსხვერპლის გამო და ღრმად თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ ვპირდებით ღირსეულ ავღანელ ხალხს, რომ მომხდარი სწრაფად და სრულყოფილად იქნება გამოძიებული“, განაცხადა ორშაბათს ნატოს ჯარების პრეს-სპიკერმა. გენერალმა კარსტენ იაკობსონმა ორშაბათს პირობა დადო, რომ ნატოს სარდლობა საზარელი დანაშაულის ყველა დეტალს გამოიძიებს.
ვიდრე ავღანეთში ჩავიდოდა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ საგანგებოდ მიუსამძიმრა ამერიკელი ჯარისკაცის ხელით დახოცილი ავღანელების ჭირისუფალთ. თუმცა, როგორც პანეტამ განაცხადა, აშშ არ აპირებს ამ ტრაგიკული ინციდენტის გამო შეცვალოს ავღანეთის მიმართ თავისი სტრატეგია:
„მე ვერ ვხედავ ვერავითარ მიზეზს იმისათვის, რომ ჩვენს სტრატეგიაში ანდა ჯარების გაყვანის პროცესში რაიმე ცვლილება შევიტანოთ.“
ლეონ პანეტამ, რომელიც დღეს ჰელმანდის პროვინციის ხელმძღვანელობას და სამხედროებს შეხვდა, კვლავ გაიმეორა, რომ ნატოსა და ავღანეთის არმიის ჯარისკაცები წარმატებულად მოქმედებენ, თუმცა მათ სჭირდებათ ყურადღების უფრო მეტად კონცენტრირება ალ ყაიდისა და თალიბანის წინააღმდეგ. მოელიან, რომ დღის ბოლოს ლეონ პანეტა ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის შეხვდება. პარალელურად, ავღანეთში შექმნილი ვითარება იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი ვაშინგტონში იმსჯელებენ. ერთობლივ სტატიაში, რომელიც „ვაშინგტონ პოსტშია“ გამოქვეყნებული, ორი ქვეყნის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ისინი იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ავღანეთში მიმდინარე სამხედრო მისიის ტრანსფორმირება ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდამჭერ ოპერაციად, რაც იმის გარანტია იქნება, რომ ავღანეთი აღარ იქცევა თავშესაფრად ალ ყაიდისათვის.