Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში უვიზოდ? კიდევ ერთი ნაბიჯი ლიბერალიზაციისკენ


ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა შეიმუშავა ერთიანი პოზიცია, რომლის საფუძველზეც უნდა დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე.

ამასთანავე, ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირში უვიზო მგზავრობა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოქმედდება ე.წ. „შეჩერების მექანიზმი“, ანუ ისეთი სისტემა, რომელიც კავშირის ცალკეულ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში დროებით შეაჩეროს ლიბერალური სავიზო რეჟიმის მოქმედება. „შეჩერების მექანიზმზე“ ევროკავშირის ელჩები ხვალ, ბრიუსელშივე იმსჯელებენ.

როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის, სლოვაკეთის ელჩმა პეტერ იავორჩიკმა განაცხადა, საქართველოში განხორციელებული რეფორმების გათვალისწინებით, მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა მტკიცედ დაუჭირა მხარი საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის შემოღებას. მანვე რწმენა გამოთქვა, რომ ევროპის პარლამენტი მხარს დაუჭერს კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას და ხელს შეუწყობს შესაბამისი პროცესის წარმატებით დასრულებას, რათა საქართველოს მოქალაქეებმა რაც შეიძლება მალე შეძლონ უვიზო რეჟიმის სიკეთით სარგებლობა.

გვჯერა, რომ საქართველოში გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმების გზა სწორი გზაა და მას მხარი უნდა დავუჭიროთო, დასძინა პეტერ იავორჩიკმა.

XS
SM
MD
LG