საქართველოს სპორტული დელეგაცია სამხრეთ კორეაში მიემგზავრება. 9-25 თებერვალს ქალაქი პიონჩანგი უმასპინძლებს ზამთრის 23-ე ოლიმპიურ თამაშებს და მსოფლიო კონკურენციაში ოთხი ქართველი სპორტსმენიც ჩაებმება. 5 თებერვალს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინაში გაიმართა ქართველ ოლიმპიელთა “პიონჩანგი 2018”-ზე გაცილების ცერემონია.