რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ საერთაშორისო სპორტული ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა: სპორტის ქომაგების ყურადღება ახლა ისევ ნაკლებად მასშტაბური შეჯიბრებებისკენ არის მიმართული. „ნაკლებად მასშტაბურისა“ - მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებთან შედარებით, თორემ კონტინენტურ ჩემპიონატებსა თუ მსოფლიო პირველობებს გულშემატკივრის ყურადღება ნამდვილად არ აკლია. ქართველი ქომაგების გულისყური ამ დღეებში, ძირითადად, სამი ასპარეზობისკენ არის მიმართული. ესენია: კალათბურთელთა 2017 წლის ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირი, ფეხბურთელთა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები და 42-ე საჭადრაკო ოლიმპიადა. სწორედ ამ თემებზე საუბრობენ „მეათე სტუდიის“ სპორტულ ნაწილში დავით ქლიბაძე და დავით კაკაბაძე.