Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისთვის „სრულიად მიუღებელია“ დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მოქმედება


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნურლანდი ბუტერბროდებს ურიგებს დემონსტრანტებს და პოლიციელებს კიევში
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნურლანდი ბუტერბროდებს ურიგებს დემონსტრანტებს და პოლიციელებს კიევში
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი დღეს კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს და ამ შეხვედრაზე დემოკრატიული საზოგადოებისათვის „სრულიად მიუღებელი“ უწოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მოქმედებას. ნულანდმა ჟურნალისტებს გაუზიარა შეფასება, რომ იანუკოვიჩთან მოლაპარაკება, რომელიც ორ საათზე მეტი გაგრძელდა, „მძიმე, მაგრამ რეალისტური“ იყო. ამასთან, ვიქტორია ნულანდის თქმით, ვაშინგტონში სჯერათ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია უკრაინის ევროპული მომავლის გადარჩენა. კიევშივე იმართება ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის შეხვედრა უკრაინის სამ ყოფილ პრეზიდენტთან. მოგვიანებით მას იანუკოვიჩიც მიიღებს. ჩვენი რადიოს უკრაინული სამსახურის ცნობით, კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე იზრდება დემონსტრანტების რიცხვი.

მანამდე ის დამოუკიდებლობის მოედანზე მივიდა დემონსტრანტებთან გასასუბრებლად. ნულანდის ვიზიტის მიზანია უკრაინაში კრიზისის მოგვარების ხელშეწყობა. ნულანდმა ბუტერბროდები და ნამცხვრები დაურიგა დემონსტრანტებს და პოლიციელებს. ამასთან, პოლიციელების უმრავლესობა უკვე წასულია დამოუკიდებლობის მოედნიდან. იუწყებიან ასევე, რომ პოლიციამ შეაჩერა მცდელობა, კონტროლი დაემყარებინა ქალაქის მერიაზე, რომელშიც 200-მდე დემონსტრანტი იმყოფება. ამასობაში, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტალი ზახარჩენკომ პირობა დადო, რომ ძალა არ იქნება გამოყენებული დემონსტრაციების დასაშლელად. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც წუხელ ასობით პოლიციელი შეიჭრა დამოუკიდებლობის მოედანზე კარვებისა და ბარიკადების ასაღებად. ბრიუსელში ევროკავშირმა განაცხადა, რომ დღეს არ შედგება უკრაინის დელეგაციის ვიზიტი, რომლის მიზანიც უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე მოლაპარაკება უნდა ყოფილიყო.
XS
SM
MD
LG