ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მორიგი შედეგებით, ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს შორის საქართველოში მოსახლეობა პირველ ადგილზე სამუშაო ადგილების სიმცირეს ასახელებს. კვლევა ამა წლის 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3 850-მდე პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. მასში ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმებისა და საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებისადმი.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის აგვისტოს კვლევის თანახმად, კითხვაზე, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში, სამუშაო ადგილების გაუმჯობესებას გამოკითხულთა 6 პროცენტი აღნიშნავს, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების არსებობას - 39 პროცენტი, ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას - 34 პროცენტი და სხვა. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ იმ რესპონდენტების რაოდენობა, ვინც თავს დასაქმებულად მიიჩნევს, კვლევის თანახმად, 35 პროცენტამდეა გაზრდილი, გამოკითხულები მაინც მიიჩნევენ, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში სამუშაო ადგილების რაოდენობა იგივე დარჩა ან შემცირდა.
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31 პროცენტის აზრით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში გაზრდილია კრიმინალის დონე, მაშინ როცა 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ დანაშაულის მაჩვენებელი არ შეცვლილა. რაც შეხება ქვეყნის განვითარებას, გამოკითხულთა 64 პროცენტი, 30 პროცენტის საპირისპიროდ, ამბობს, რომ არსებული ხელისუფლება მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. მათ შორის, გამოკითხულთა 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
ზოგადად კი, NDI-ის კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად სახელდება სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. რაც შეეხება დემოკრატიის ხარისხის შეფასებას, NDI-ის ივნისის კვლევასთან შედარებით, 38-დან 44 პროცენტამდეა გაზრდილი იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არსებობს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიმდინარე წლის აგვისტოს კვლევის შედეგებს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო შემდეგნაირად აჯამებს:
“ამ კვლევაში ჩვენ ვხედავთ, რომ სამუშაო ადგილები ქართველთა მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენი მონაცემების თანახმად, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილების რაოდენობა ან იმავე მაჩვენებელში დარჩა, ან შემცირდა. რაც შეეხება კრიმინალს, გამოკითხვის თანახმად, კრიმინალი საქართველოში გაიზარდა ან ძველ ნიშნულზე დარჩა. ამის მიუხედავად, საზოგადოება მიიჩნევს, რომ მთავრობა საჭირო ცვლილებებს ახორციელებს და ქვეყანაც უფრო დემოკრატიულად ვითარდება. გამოკითხულები უკმაყოფილონი არიან პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებით“.
კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან გადადგეს, გამოკითხულთა 71 პროცენტი აფასებს ნეგატიურად. შეკითხვით, უნდა ითვალისწინებდნენ თუ არა პოლიტიკოსები სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს და რა გავლენას მოახდენს ბიძინა ივანიშვილის გეგმებზე NDI-ის კვლევა, „საზოგადოების კვლევის ცენტრის“ დირექტორს მარინა მუსხელიშვილს მივმართეთ.
“პოლიტიკოსები წინასაარჩევნო პერიოდებში ძალიან დიდ ყურადღებას ანიჭებენ ამ კვლევებს, თავიანთ ლოზუნგებს და დაპირებებს კვლევების შედეგებს ადარებენ და ცდილობენ, რომ მიუსადაგონ. რაც შეეხება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წასვლას პოლიტიკიდან, მე დამაჯერებელი მგონია ის ციფრი, რომელიც დასახელდა, - 71 პროცენტი იქნება ახლოს რეალობასთან, - მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე არა მგონია, რომ ბატონმა ბიძინამ გადაიფიქროს“, ამბობს მარინა მუსხელიშვილი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი ლევან თარხნიშვილი კი რუსეთთან ამჟამინდელი ურთიერთობებით უკმაყოფილოთა პროცენტულ მაჩვენებელს აფასებს და მის მაღალ ნიშნულს, კერძოდ, 70 პროცენტს, ლოგიკურად მიიჩნევს:
“ამ 70 პროცენტში შედიან ის ადამიანები, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ რუსეთთან დათბებოდა ურთიერთობები და ის უკმაყოფილოა დათბობის ტემპებით, დაბალი ტემპებით. შესაბამისად, აქ შედის ის ნაწილი, ვისაც რუსებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა უნდა და შედის ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ რუსეთთან ენის მოჩლექვით საუბარი და მასთან მაამებლური ურთიერთობა ასევე პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ 70 პროცენტი არის ის ადამიანები, რომლებიც მაინცდამაინც ითხოვენ რუსეთთან უფრო დათბობილ ურთიერთობებს“.
აქვე შევნიშნავთ, რომ, NDI-ის კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 73 პროცენტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, გახდეს ნატოს წევრი და 81 პროცენტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს 26 სექტემბერს გამოაქვეყნებს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე NDI მეტი კვლევის ჩატარებას აღარ აპირებს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის აგვისტოს კვლევის თანახმად, კითხვაზე, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში, სამუშაო ადგილების გაუმჯობესებას გამოკითხულთა 6 პროცენტი აღნიშნავს, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების არსებობას - 39 პროცენტი, ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას - 34 პროცენტი და სხვა. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ იმ რესპონდენტების რაოდენობა, ვინც თავს დასაქმებულად მიიჩნევს, კვლევის თანახმად, 35 პროცენტამდეა გაზრდილი, გამოკითხულები მაინც მიიჩნევენ, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში სამუშაო ადგილების რაოდენობა იგივე დარჩა ან შემცირდა.
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31 პროცენტის აზრით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში გაზრდილია კრიმინალის დონე, მაშინ როცა 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ დანაშაულის მაჩვენებელი არ შეცვლილა. რაც შეხება ქვეყნის განვითარებას, გამოკითხულთა 64 პროცენტი, 30 პროცენტის საპირისპიროდ, ამბობს, რომ არსებული ხელისუფლება მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. მათ შორის, გამოკითხულთა 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
პოლიტიკოსები წინასაარჩევნო პერიოდებში ძალიან დიდ ყურადღებას ანიჭებენ ამ კვლევებს, თავიანთ ლოზუნგებს და დაპირებებს კვლევების შედეგებს ადარებენ და ცდილობენ, რომ მიუსადაგონ...მარინა მუსხელიშვილი
“ამ კვლევაში ჩვენ ვხედავთ, რომ სამუშაო ადგილები ქართველთა მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენი მონაცემების თანახმად, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილების რაოდენობა ან იმავე მაჩვენებელში დარჩა, ან შემცირდა. რაც შეეხება კრიმინალს, გამოკითხვის თანახმად, კრიმინალი საქართველოში გაიზარდა ან ძველ ნიშნულზე დარჩა. ამის მიუხედავად, საზოგადოება მიიჩნევს, რომ მთავრობა საჭირო ცვლილებებს ახორციელებს და ქვეყანაც უფრო დემოკრატიულად ვითარდება. გამოკითხულები უკმაყოფილონი არიან პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებით“.
კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან გადადგეს, გამოკითხულთა 71 პროცენტი აფასებს ნეგატიურად. შეკითხვით, უნდა ითვალისწინებდნენ თუ არა პოლიტიკოსები სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს და რა გავლენას მოახდენს ბიძინა ივანიშვილის გეგმებზე NDI-ის კვლევა, „საზოგადოების კვლევის ცენტრის“ დირექტორს მარინა მუსხელიშვილს მივმართეთ.
ამ 70 პროცენტში შედიან ის ადამიანები, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ რუსეთთან დათბებოდა ურთიერთობები და ის უკმაყოფილოა დათბობის ტემპებით, დაბალი ტემპებით. შესაბამისად, აქ შედის ის ნაწილი, ვისაც რუსებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა უნდა...ლევან თარხნიშვილი