Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია იმყოფება


ნიკა გილაური, ანდერს ფოგ რასმუსენი
ნიკა გილაური, ანდერს ფოგ რასმუსენი
საქართველოში იმყოფება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ალიანსის წევრი სახელმწიფოების ელჩები. მათი მონაწილეობით დღეს თბილისში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრნენ. სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა ანდერს ფოგ რასმუსენის პრესკონფერენცია. ხვალ ნატოს გენერალური მდივანი თბილისში შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართავს. ხვალვე ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები შეხვდებიან ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს. თბილისიდან ალიანსის გენერალური მდივანი და ელჩები გაემგზავრებიან ბათუმში, სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG