პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უახლოეს ხანებში აპირებს მთავარი პროკურორის შემცვლელის წარდგენას. ამ აუცილებლობის წინაშე მთავრობა ოთარ ფარცხალაძის მიერ 30 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადების გამო დადგა. მთავარმა პროკურორმა, რომლის სახელიც უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე სკანდალთან იყო დაკავშირებული, იმ მოტივით, რომ არ სურს ჩრდილი მიაყენოს მიმდინარე გამოძიებების ლეგიტიმაციასა და „იმ პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება“, გადაწყვიტა თანამდებობა დატოვოს. რა შეფასებები მოჰყვა ოთარ ფარცხალაძის ამ განცხადებას?
„ღირსეული ნაბიჯი“ და „სწორი გადაწყვეტილება“ უწოდა პრემიერ-მინისტრმა მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას დატოვოს თანამდებობა, ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, მის ბიოგრაფიაში არსებობდა „ეს შავი ლაქა“, -იგულისხმება გერმანიაში ჩადენილი დანაშაული, - რამაც საზოგადოებაში „ამდენი მითქმა-მოთქმა“ გააჩინა. მისივე სიტყვებით, ამ გადაწყეტილებით, პირველი რიგში, დადასტურდა, რომ მთავრობა არასოდეს გააკეთებს იმას, რაც მიუღებელი იქნება ხალხისა და საზოგადოებისთვის:
„შეიძლება მის ბიოგრაფიაში ამ ეპიზოდს რაიმე ჩრდილი მიეყენებინა სამართლიანობის აღდგენის, სამართლიანობის დამკვიდრების პროცესისთვის. სწორედ ამიტომ გადადგა მან ეს ნაბიჯი და ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოთარ ფარცხალაძის თხოვნა თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე დავაკმაყოფილოთ და ეს არის დადასტურება იმისა, რომ პროკურატურის მიერ წარმოებულ საქმიანობას ექნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია და ჩვენს ინტერესებშია, რომ არავის ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშანი, ეჭვი არ ჰქონდეს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით - იქნება ეს საერთაშორისო თანამეგობრობა თუ იქნება ეს ადგილობრივი საზოგადოება“.
სწორედ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური ძალის გამარჯვებად აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოთარ ფარცხალაძის გადადგომას. გავიხსენოთ, რომ 21 ნოემბრის შემდეგ, ანუ რაც ოთარ ფარცხალაძე მთავარ პროკურორად დაინიშნა, ის არაერთგზის გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის ობიექტი. თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა, დაადანაშაულა ოთარ ფარცხალაძე ზეწოლასა და მუქარაში; მოგვიანებით თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა, გიგი უგულავამ, მიაწოდა საზოგდოებას ინფორმაცია მთავარი პროკურორის დანაშაულებრივი წარსულის თაობაზე. გიგი უგულავა ირწმუნებოდა, რომ ოთარ ფარცხალაძე გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ყაჩაღური თავდასხმის გამო იყო ნასამართლევი 2001 წელს. თავად ოთარ ფარცხალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნული იყო, რომ ის მართლაც იყო გერმანიაში გასამართლებული, თუმცა სულ სხვა ინციდენტის - პოლიციელთან შელაპარაკების - გამო. ოთარ ფარცხალაძის მიმართ კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება დაუკავშირდა მის განათლებას - ლაპარაკი იყო ყალბ დიპლომზე, რაც არ აძლევდა მას უფლებას სჭეროდა მთავარი პროკურორის პოსტი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორის თამარ გაბისონიას თქმით, ოთარ ფარცხალაძის სახელთან დაკავშირებული ამ ხმაურიანი განცხადებების გამო ითხოვდა მის გადადგომას „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც 32 ორგანიზაციას აერთიანებს:
„მთავარი პროკურორი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა სამართალდამცავ სტრუქტურაში. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი ნდობა პროკურატურისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ და მაშინ როცა ერთ-ერთი მთავარი ფიგურის მიმართ ჩნდება ამდენი შეკითხვა, ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში მართებული გადაწყვეტილება იყო მიღებული იმისათვის, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს მეტი ნდობა პროკურატურის მიმართ, იმისათვის, რომ ითანამშრომლოს სამართალდამცველებთან, თუ ის კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტს შეესწრება. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს სამართალდამცავი სტრუქტურების, ერთი მხრივ, საქმიანობას და, მეორე მხრივ, დანაშაულის გახსნას“.
„ნაციონალური მოძრობა“ კი ვანო მერაბიშვილის მიერ ოთარ ფარცხალაძის სახელთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. პარტიის წარმომადგენლის, გიგა ბოკერიას სიტყვებით, ერთი კადრის შეცვლა არ არის გამოსავალი, გამოსავალი მთლიანად პოლიტიკის შეცვლაა:
„ეს საქმე უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული და ჩვენ უნდა ვიხილოთ ფირი, რომელიც არსებობს და რომელსაც დღემდე არ გვაჩვენებენ და, მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს - მთელ მათ გუნდს - არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ერთი ფარცხალაძის მეორე ფარცხალაძით ჩანაცვლებით რაიმე შეიცვლება. ეს უნდა იყოს მათთვის გაკვეთილი, რომ მათ უნდა შეცვალონ პოლიტიკა“.
ვანო მერაბიშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებული მოკვლევის ტემპითა და შესაბამისი უწყებების გამოხმაურებით არც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია კმაყოფილი. შიდა მოკვლევა მომხდართან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროშია დაწყებული.
უკვე ახალი მთავარი პროკურორის წარდგენას რაც შეეხება, მას, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. ამის გაკეთებას ირაკლი ღარიბაშვილი უახლოეს მომავალში აპირებს.
„ღირსეული ნაბიჯი“ და „სწორი გადაწყვეტილება“ უწოდა პრემიერ-მინისტრმა მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას დატოვოს თანამდებობა, ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, მის ბიოგრაფიაში არსებობდა „ეს შავი ლაქა“, -იგულისხმება გერმანიაში ჩადენილი დანაშაული, - რამაც საზოგადოებაში „ამდენი მითქმა-მოთქმა“ გააჩინა. მისივე სიტყვებით, ამ გადაწყეტილებით, პირველი რიგში, დადასტურდა, რომ მთავრობა არასოდეს გააკეთებს იმას, რაც მიუღებელი იქნება ხალხისა და საზოგადოებისთვის:
„შეიძლება მის ბიოგრაფიაში ამ ეპიზოდს რაიმე ჩრდილი მიეყენებინა სამართლიანობის აღდგენის, სამართლიანობის დამკვიდრების პროცესისთვის. სწორედ ამიტომ გადადგა მან ეს ნაბიჯი და ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოთარ ფარცხალაძის თხოვნა თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე დავაკმაყოფილოთ და ეს არის დადასტურება იმისა, რომ პროკურატურის მიერ წარმოებულ საქმიანობას ექნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია და ჩვენს ინტერესებშია, რომ არავის ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშანი, ეჭვი არ ჰქონდეს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით - იქნება ეს საერთაშორისო თანამეგობრობა თუ იქნება ეს ადგილობრივი საზოგადოება“.
სწორედ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური ძალის გამარჯვებად აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოთარ ფარცხალაძის გადადგომას. გავიხსენოთ, რომ 21 ნოემბრის შემდეგ, ანუ რაც ოთარ ფარცხალაძე მთავარ პროკურორად დაინიშნა, ის არაერთგზის გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის ობიექტი. თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა, დაადანაშაულა ოთარ ფარცხალაძე ზეწოლასა და მუქარაში; მოგვიანებით თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა, გიგი უგულავამ, მიაწოდა საზოგდოებას ინფორმაცია მთავარი პროკურორის დანაშაულებრივი წარსულის თაობაზე. გიგი უგულავა ირწმუნებოდა, რომ ოთარ ფარცხალაძე გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ყაჩაღური თავდასხმის გამო იყო ნასამართლევი 2001 წელს. თავად ოთარ ფარცხალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნული იყო, რომ ის მართლაც იყო გერმანიაში გასამართლებული, თუმცა სულ სხვა ინციდენტის - პოლიციელთან შელაპარაკების - გამო. ოთარ ფარცხალაძის მიმართ კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება დაუკავშირდა მის განათლებას - ლაპარაკი იყო ყალბ დიპლომზე, რაც არ აძლევდა მას უფლებას სჭეროდა მთავარი პროკურორის პოსტი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორის თამარ გაბისონიას თქმით, ოთარ ფარცხალაძის სახელთან დაკავშირებული ამ ხმაურიანი განცხადებების გამო ითხოვდა მის გადადგომას „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც 32 ორგანიზაციას აერთიანებს:
ეს საქმე უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული და ჩვენ უნდა ვიხილოთ ფირი, რომელიც არსებობს და რომელსაც დღემდე არ გვაჩვენებენ და, მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს - მთელ მათ გუნდს - არ უნდა ჰქონდეთ ილუზია...გიგა ბოკერია