Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიის ტერიტორიაზე 6000-ზე მეტი მიგრანტი შევიდა


ხორვატიის პოლიციის ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე ამ დროისთვის შესულია 6000-ზე მეტი მიგრანტი. მიგრანტებმა 16 სექტემბერს შეცვალეს ბალკანეთის მარშრუტი მას შემდეგ, რაც უნგრეთმა ჩაკეტა სერბიასთან საზღვარი. სერბიაში მყოფმა ლტოლვილებმა ამის შემდეგ ხორვატიას მიაშურეს. იქ მათ რეგისტრაციის შემდეგ იღებენ დედაქალაქ ზაგრებთან მდებარე ცენტრებში. ჯანდაცვის მინისტრის, სინისა ვარკას განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში 20 ათასზე მეტ მიგრანტს მოელიან. ხორვატიიდან მიგრანტები, სავარაუდოდ, სლოვენიას მიაშურებენ ავსტრიისა და გერმანიისაკენ მიმავალ გზაზე. უმრავლესობას გერმანიაში დარჩენა სურს. ხორვატია მიგრანტებს ჰპირდება თავის ტერიტორიაზე გატარებას ჩრდილოეთ ევროპისაკენ, მაგრამ აცხადებს, რომ თავს გაართმევს რამდენიმე ათას, მაგრამ არა ათიათასობით მიგრანტთან დაკავშირებულ ამოცანებს.

XS
SM
MD
LG