Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მოხვდება თუ არა მესხური პროდუქტი ევროპაში?


მესხური ღვინო, თუთის არაყი, კარტოფილი, ვაშლი, კომბოსტო, ტენილი ყველი, კალმახი – ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლის ევროპულ ბაზარზე გატანაც სამცხე-ჯავახეთს შეუძლია. ადგილობრივი პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე დასამკვიდრებლად მთავარი პირობა მაღალი ხარისხი და უსაფრთხოების ნორმების დაცვაა.

იმის თაობაზე, მოხვდება თუ არა მესხური პროდუქტი ევროპაში, ფერმერი თამაზ კაკაჩიშვილი რადიო თავისუფლებას თავის ხედვას უზიარებს.

სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრები გალინა ინასარიძე ათი წელია მესხურ ტენილ ყველს აწარმოებს. მიაჩნია, რომ მის პროდუქტს ევროპის ბაზარზე მოხვედრის დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან ყველის ამ სახეობას ანალოგი არ აქვს.

გალინა ინასარიძისგან განსხვავებით, სოფელ სხვილისში მცხოვრები ფერმერები, რომლებსაც ძირითადად ვაშლი მოჰყავთ, ადგილობრივი პროდუქციის დასავლეთის ბაზარზე გატანის საკითხს პესიმისტურად უყურებენ. რეალიზაციის არასტაბილურ ბაზარზე ლაპარაკობენ ვალეში მცხოვრები ფერმერებიც, რომლებსაც ყოველწლიურად ტონობით კომბოსტოს გადაყრა უწევთ.

სამცხე-ჯავახეთი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები მხარის დაახლოებით 45%-ს შეადგენენ. ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, არც ქართულ და არც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წეს-ჩვეულებებს საფრთხე არ ემუქრება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ტურისტული პოტენციალის განვითარებაა. ახალციხის საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარე ნუგზარ თათეშვილი განმარტავს, რომ მხარე არსებულ პოტენციალს ვერ იყენებს.

უსაფრთხო გარემო, სერვისი და ინფრასტრუქტურა – ეს ის სამი ძირითადი საკითხია, რომლის აუცილებლობაზეც მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე საუბრობს.

ახალციხის თემის პოპულარიზაცია და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სხვადასხვა ფაქტორით არის შესაძლებელი, თუმცა მათგან აგრარული სექტორი, ტურიზმი და იდენტობა ის საკითხებია, რომლის დაცვითა და განვითარებით ქვეყანამ ერთდროულად სარგებელიც უნდა ნახოს და ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაც შეასრულოს.

XS
SM
MD
LG