შემოგთავაზებთ საუბარს "მეათე სტუდიის" სამ სტუმართან. ესენი არიან წარმომადგენლები ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ადამიანი გაჭირვებაში“, საქართველოში ამ ორგანიზაციის პროექტის სათემო კოორდინატორები თეონა ფურცხვანიძე, ნანა ფერაძე და ანა ქოჩუა.
გიამბობთ "ვეფხისტყაოსნისადმი" მიძღვნილ გამოფენაზე, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მასპინძლობს - გამოფენაზე წარმოდგენილ სიახლეებს შორის არის "ვეფხისტყაოსნის" კორეული თარგმანი; გიამბობთ თბილისში მუზეუმების გაერთიანებაზე, რომელიც ცხრა ობიექტს უყრის თავს; ბოლოს შემოგთავაზებთ ჩვენს სპორტულ რუბრიკას: ორი კომენტატორის, დავით ქლიბაძის და დავით კაკაბაძის საუბარს გასული კვირის ამბებზე, მათ შორის გამოხმაურებას ლეგენდარული მოჭიდავის, ვახტანგ ბალავაძის, 90-წლიან იუბილეზე.