„მეათე სტუდიაში“ დღეს რამდენიმე წარმატებულ და ძლიერ ქალზე ვისაუბრებთ, მათ შორის, უფლებადამცველ აქტივისტებზე, რომლებიც ამ ორი წლის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გაერთიანდნენ და ამასობაში ბევრს მიაღწიეს.
შემოგთავაზებთ საუბარს ახალგაზრდა ქალთან, თინა ღვინიაშვილთან, რომელსაც ძალიან უყვარს ავტოსტოპით მოგზაურობა. და შემოგთავაზებთ საუბარს ახალგაზრდა საოპერო მომღერალთან, ნანა ძიძიგურთან: მან რამდენიმე დღის წინ გაიმარჯვა იტალიაში, საერთაშორისო კონკურსში „ვერდის ხმები“. თუმცა დავიწყებთ თემით, რომელიც ყველას, მთელ საზოგადოებას გვეხება: ვისაუბრებთ პროპაგანდაზე, რომელიც კლავს...