Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა - ავტოსტოპით მოგზაური


თინა ღვინიაშვილი
თინა ღვინიაშვილი

27 წლის თინა ღვინიაშვილი ბევრს დადის. დადის მეგობრებთან ერთად, დადის მარტოც და, რაც მთავარია, დადის ავტოსტოპით. მისი მოგზაურობა საქართველოში და ერთხელ მის ფარგლებს გარეთაც, თურქეთში, ოთხი წლის წინ დაიწყო.

საბერძნეთში ერთ-ერთი სტუდენტური გაცვლითი პროგრამით ყოფნისას მან თანატოლები გაიცნო, რომლებიც თავისუფალ დროს სწორედ ასე ატარებდნენ: მოიგდებდნენ ზურგჩანთას, აიკიდებდნენ კარავს და მიდიოდნენ. საქართველოში დაბრუნებული თინა ამაზე დიდხანს ფიქრობდა: ეგონა, ასე სამოგზაუროდ ბევრი ფული დასჭირდებოდა, ძვირად ღირებული აღჭურვილობა... მაგრამ ერთ დღესაც გადაწყვიტა: ყველაფერი მეგობრებისგან ითხოვა და გზას დაადგა. ამ გზამ თინა, რომელიც პროფესიით ფილოლოგია და დღეს ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ მუშაობს, ბევრ დაუვიწყარ ადგილამდე მიიყვანა. დღესაც, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება ხოლმე, დგება და მიდის. ჯერ საოცნებო ფოტოაპარატი არა აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველაფერს იწერს, მათ შორის იმ ნანახ კადრებსაც, რომლებსაც გადაიღებდა. მოუსმინეთ ავტოსტოპით მოგზაური გოგოს, თინას, თავგადასავალს.

თინა - ავტოსტოპით მოგზაური
please wait

No media source currently available

0:00 0:11:20 0:00

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG