Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართვის გეგმა და ქცევის კოდექსი კომპლექსური ძეგლებისთვის


ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში კედლის მხატვრობის გაწმენდითი სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფმა მხატვრობის ღრმა წმენდა გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოებისას შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით დაიწყო. რესტავრატორი ტასო ფოცხიშვილი წმენდის მშრალ მეთოდზე საუბრობს.

გადმოწერა

მეორე ეტაპი ხანგრძლივი პროცესია და არ არის ცნობილი, როდის დასრულდება. რესტავრატორი სალომე ახალაშვილი ამბობს, რომ მუშაობა გრძელდება, რადგან ზამთრის მკაცრი კლიმატის გამო მათ დეკემბერში საქმიანობა დროებით შეაჩერეს.

2016 წლის 31 ოქტომბერს ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ჩუმი წვა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ცეცხლი ტაძრის კარების გაღებისას კიდევ უფრო აალდა და მე-12 საუკუნის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა. სასულიერო პირები სპეციალისტებთან ერთად იმ პროექტზე მუშაობენ, რომელიც, თავის მხრივ, ძეგლს ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან გამიჯნავს. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე იმ საუბარს იხსენებს, რომელიც აღნიშნულ საკითხზე ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან შედგა.

ვარძიის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონ მაჭარაშვილი იხსენებს, რომ ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა დააჩქარა მუშაობის დაწყება პროექტზე, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირთა საცხოვრებელი ძეგლის შესასვლელში უნდა აშენდეს.

კედლის მხატვრობის მდგომარეობის შესწავლის ფარგლებში, ტაძარში მუდმივად მიმდინარეობს გარემო პირობების – ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის - აღრიცხვა, მხატვრობაზე მტვრის ეფექტისა და დიდი ზომის ბზარების მონიტორინგი. მდგომარეობის შესწავლის შემდგომ პრევენციული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციები მომზადდება, ამბობს რესტავრატორი საბა ციკორია.

რეკომენდაციები შეეხება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, ჰაერის გამწმენდის, ტენიანობისა და ტემპერატურის დარეგულირებას და ტაძრის ინტერიერში განათების მოწყობას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე ჯერ კიდევ მუშაობის დაწყებისას აცხადებდა, რომ კომპლექსური ძეგლებისთვის მართვის გეგმა და ქცევის კოდექსი უნდა შემუშავდეს.

ტაძარში კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებაში ჩართული იყო ლონდონის კურტოს ინსტიტუტის წარმომადგენელიც.

XS
SM
MD
LG