რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ეროვნული საგამოცდო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი. მან სამსახურიდან თავის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ არ იცის, თუ რას გულისხმობს განათლების სამინისტრო ”პრინციპულ შეუთანხმებლობაში სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის”. მან ასევე თქვა, რომ შეუცვლელი ადამიანი არ არსებობს, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ახალმოსულმა, საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა ადვილად შესძლოს გამოცდების ჩატარების სპეციფიკაში გარკვევა.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1