ათასობით ლტოლვილს ხორვატიამ ნება დართო შევიდნენ მის ტერიტორიაზე სერბიიდან. ბერკასოვოს გამშვებ პუნქტთან სამი ათასამდე ლტოლვილი იყო გაჩერებული, ცივ და წვიმიან ამინდში, სანამ 19 ოქტომბერს, მოულოდნელად საზღვარს არ გახსნიდნენ.
ბევრი ლტოლვილი კვლავაც იმყოფება სლოვენია-ხორვატიის საზღვართან. ლტოლვილთა შორის დაძაბულობა გაიზარდა, როცა გაირკვა, რომ დასავლეთი ევროპისკენ გზაზე ახალი სასაზღვრო შეზღუდვები დახვდებოდათ.
უსაფრთხოების მოსაზრებით უნგრეთმა დაკეტა თავისი საზღვარი სერბიასთან და ხორვატიასთან და მიგრანტები იძულებული გახდნენ ხორვატიის და სლოვენიის გზით გაეგრძელებინათ გზა, უმეტესად გერმანიისკენ.