10 მარტი, კვირა
დათბა. ნამდვილი გაზაფხულია.
თბილისში გაზაფხულის შემოსვლას, გეპეის წინ რომ დიდი ნუშის ხეა, ის გვამცნობს ხოლმე. ეს ხე კი ერთი კვირის წინ აყვავდა!
მოკლედ, ისეთი ამინდია, სახლიდან გასვლა, რომ გეზარება. თანაც, ამ შაბათ-კვირასაც ხომ „უქმე დღეებს“ ეძახიან. ჰოდა, ეს „უქმეც“ ამართლებს უსაქმურობას. ამ ბოლო დროს სახლში ყოფნა მომენატრა და გარეთ გასვლაზე ფეხს ვითრევ ხოლმე. მაგრამ... ოხ, ეს „მაგრამ“!
ვიცმევ და ფოტოაპარატით გარეთ გავდივარ. მაყაშვილზე უნდა მივიდე. აღმოჩნდა, რომ ამ ქუჩაზე რამდენიმე შენობას არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სახლებს ფოტოებს ვუღებ. სახლში რომ დავბრუნდები, სააღრიცხვო ბარათი უნდა შევავსო, ფოტოები დავურთო და, მაყაშვილის ქუჩის შენობების გარდა, არამიანცის საავადმყოფოს ეზოში მდგარ კიდევ ორ ობიექტზე ძეგლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, მერიაში წერილი შევიტანო. არ არის ადვილი ამბავი! ვიცი, რომ სტატუსის მინიჭების შანსი მცირეა, მაგრამ ხანდახან (და, ეს „ხანდახან“ ბოლო წლებში ხშირად მეორდება!), წინასწარ დარწმუნებული, რომ არაფერი გამოვა, მაინც აკეთებ! მოკლედ, რომ არ გავაკეთო, არ გამოვა და რომ ვაკეთებ, არ გამოდის!
ასეთ დროს გენიალური ხალხური სტროფი მახსენდება:
„არაფერი არ მინდოდა,
არაფრისთვის ვიყავ ცადო,
არაფერი არ გამოვა,
არაფრისთვის უნდა ვცადო!“
ეს გაზაფხული მაყაშვილზე უფრო იგრძნობა, ვიდრე პეკინზე. საერთოდ, ძველ თბილისში ყველაფერი უფრო ცხადად აღიქმება, ვიდრე, ზოგადად, ქალაქში. აი, მაგალითად, სარეცხი, თოკზე გაფენილი სარეცხი. თუ ეს სანახაობა ახალ უბნებში თვალს არ იტაცებს, იგივე სურათი ძველ თბილისში, უფრო სწორად, თბილისურ ეზოებში მთელი მიზანსცენაა!
ვატყობ, რომ ფასადიდან ჰარმონიულად გადავედი გაფენილი სარეცხის გადაღებაზე...
- რატომ იღებთ? ვინ ბრძანდებით? მერიიდან ხართ? - უცნობი ქალბატონი, ნაცნობი შეკითხვით.
- არა, მერიიდან არ ვარ. ძალიან ლამაზი სახლი გაქვთ და ეს სარეცხიც ძალიან უხდება. ჩემთვის ვიღებ...
ასეთ დროს აუცილებელი კითხვა-პასუხი უნდა შედგეს და საუბარი ინვესტორის აუცილებლობამდე მივიდეს. მეც მორჩილად ვუძლებ.
მაყაშვილიდან მშრალ ხიდზე მივდივარ. თბილისური „ბარახოლკა“ ჩემი რელაქსაციის ადგილია. აქ უკვე დიდი ხანია სახელით მიცნობენ და თუ ჩემთვის საინტერესო რამე აქვთ გასაყიდი, თავადვე მეძახიან. დღეს ვნახე თბილისის 1500 წლის იუბილისთვის გამოცემული წიგნი, რომლის ტირაჟიც სულ 1000 ცალია. ფასს ვეკითხები. 200 დოლარი! მიკვირს. ორი წლის წინ 30 ლარად ვიყიდე!
საღამოს თამუნა ამაშუკელთან ერთად კაფეში წავედი. ვიჭორავეთ, ქუთაისსა და ბათუმში წასვლის გეგმები დავსახეთ, შემდეგ გუდიაშვილის მოედანზე მივედით (ეს უკვე რიტუალია), მოედანს საპატიო წრე დავარტყით (როგორც თამუნა ამბობს, ჩვენი საქციელი, პანაშვიდზე რომ წრეს არტყამენ, იმას უფრო ჰგავს); გუდიაშვილის 2 ნომრის ნახვაზე გავიხსენეთ სავლე „არაჩვეულებრივი გამოფენიდან“; აბესაძის #23-ის ხსოვნა-არდავიწყების ვთქვით; აბო თბილელის 3 ნომრის შემხედვარენი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს სახლი ღმერთს მაღლიდან უჭირავს; შევთანხმდით, რომ საპროტესტო აქციების გაგრძელება აუცილებელია და წამოვედით.
გზაში ისევ ის გენიალური ხალხური სტროფი მახსენდებოდა.
11 მარტი, ორშაბათი
ორშაბათი მძიმე დღეა. დღეს მართლა რთული დღე მქონდა, დამღლელი. დილას ჯიპაში წავედი, 4-დან 6 საათამდე ახალგაზრდობის ცენტრში ჩავატარე ლექცია თბილისური ტრადიციების თემაზე. საღამოს ისევ ჯიპაში დავბრუნდი. 7 საათზე მე და თიკა შევხვდით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვიმსჯელეთ თვითმმართველობის საკითხებზე. სახლში 10 საათისთვის მივედი.
ამ ბოლო დროს რთული რეჟიმი მაქვს. ჯიპადან გამომდინარე, ძალიან დატვირთული ვარ, თუმცა ეს დატვირთვა ძალიან მახარებს. საერთოდ, ერთ რამეს დავაკვირდი: ჯიპასთან დაკავშირებით არასოდეს ვხმარობ სიტყვა „სამსახურს“. იმიტომ, რომ ეს სიტყვა ვერ გამოხატავს იმ ურთიერთობებს, რაც ამ ინსტიტუტშია. ეს არის ადგილი, სადაც მინდა, ვიყო და ეს არის საქმიანობა, რომელიც მინდა, ვაკეთო. აქ საოცრად დადებითი აურაა და ამ აურას იქ მომუშავე ადამიანები ქმნიან. ეს არის ერთი ძლიერი გუნდი, სადაც ყველა თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დახმარებას არავინ დაგზარდება. კიდევ ერთი სიტყვა, რომელსაც ჯიპასთან მიმართებაში არ ვხმარობ, არის „თანამშრომელი“. „სამსახურიც“ და „თანამშრომელიც“ უცხოა ჩემთვის. აქ უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, თითოეულ ჩვენგანს განუზომლად დიდი ტვირთი გვაწევს, მაგრამ ამ ტვირთს უპირატესობად აქცევს თავისუფლების ის მაღალი ხარისხი რაც ბროსეს 2 ნომერშია. ამ თავისუფლებით მეც ვსარგებლობ, ამიტომ ჯიპაში ჩემი დაკავებულობა ხელს არ მიშლის საზოგადოებრივ აქტივობაში. მაკა იოსელიანი ამას ჩემს „ველად გაჭრას“ ეძახის! მაკა, ირინა, ნინოები, თიკო, თიკა, ჟანა, ანანო და სტუდენტები - ეს არის ჩემთვის ჯიპას სინონიმი!
უკვე რამდენიმე წელია, ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ამ უნივერსიტეტის გარეშე! გრიგოლ რობაქიძეს „გველის პერანგში“ ასეთი ფრაზა აქვს: „თბილისი აბანოთი იწყება და აბანოთი მთავრდება.“ ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ჯიპათი იწყება და ჯიპათი მთავრდება.
12 მარტი, სამშაბათი
დღიურები არასოდეს მიწერია. თუმცა, იყო ჩემს ცხოვრებაში დრო (1992 წლის შემდგომი ყველაზე მძიმე პერიოდის დასაწყისი), როცა ყოველდღე ჩანაწერებს ვაკეთებდი. ამ 21 წლის წინანდელ ჩანაწერებს დღეს თვალი გადავავლე და აღმოჩნდა, რომ იქ ერთი სიტყვა არ არის ჩემს თავზე ან ჩემს ოჯახზე. პოლიტიკური მოვლენების მშრალი აღწერაა, პიროვნული განცდებისა და მოსაზრებების გარეშე. ვინმეს 90-ანი წლების შესახებ ინფორმაცია რომ დასჭირდეს, ეს ჩანაწერები უდავოდ გამოადგება.
ჯიპაში ყოველდღე ამირანს მივყავარ (საერთოდ, ყველგან მას დავყავარ და ახლა, როცა გაიგო, რომ „თავისუფლების დღიურებს“ ვწერ, ჩვეულებრივზე უფრო ხშირად მირეკავს, მომიკითხავს ხოლმე და ინტერესდება, დავწერ თუ არა, რომ ასეთი ყურადღებიანი მეუღლე მყავს). ამირანმა იცის, რომ ჯიპაში აუცილებლად თაბუკაშვილის ქუჩის გავლით უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ იმელს უნდა შევხედო და დავრწმუნდე, რომ დგას!
ამ შენობას 2007 წლიდან მიზანმიმართულად და უკანონოდ ანგრევენ. მიუხედავად იმისა, რომ სახურავი ახდილი აქვს, მარცხენა ფლიგელი ჩამოშლილი, სართულშუა გადახურვები მოხსნილი, მზიდი სვეტები დასუსტებული და საძირკველშიც წყალი ჩაედინება, იმელი მაინც ჯიუტად დგას! ამ პრობლემას ახლა 135-მეტრიანი სასტუმროს მშენებლობაც დაემატა. პროექტი დამტკიცებულია, მშენებლობა მიდის, პოლიტიკურ ძალთა ბალანსი შეცვლილია, მაგრამ საკითხის გადაწყვეტა ვერ ხერხდება.
არ ვიცი, რამდენად საინტერესო იქნება ჩემი ყოველდღიური ცხოვრების აღწერა სხვისთვის, მაგრამ მოვლენების შელამაზებას არ ვაპირებ. მაშ ასე, 12 მარტი.
ინსტიტუტში მისულს, ცუდი ამბავი დამახვედრეს. ჩემთვის საყვარელ ადამიანებს, თიკას და ჟანას, ძალიან სამწუხარო ამბავი შემთხვევიათ და ეს დღეები არ იქნებიან. ორივე ჩემი ყოფილი სტუდენტია, ორივე მთელი გულით მიყვარს და მათი არყოფნა ჯიპას დაეტყობა. 5-დან 7-მდე ლექციას ვატარებ, შემდეგ საღამოს ლექციებზე ვრჩები. დღეს ჟანა არ არის და საღამოს სიცარიელე იგრძნობა! ფეისბუკს ვნახულობ. უმრავლესობა სტატუსებისა აგრარული უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება. ვხვდები, რომ ამ თემის პედალირება ხდება.
სახლში დაბრუნებული, ტელევიზორს ვუყურებ, ოღონდ რამდენიმე არხს ერთდროულად. ნერვიულობა სიბრაზეში გადამდის. ვერ ვხვდები, რა კრიტერიუმით ხდებიან ადამიანები „ექსპერტები“ და რატომ არის ასეთი სახალისო პირდაპირ ეთერში მოსმენილი გინება?! მძიმე დღე იყო!
13 მარტი, ოთხშაბათი
ჯიპაში მივდივარ. იმელისთვის, მგონი, არც შემიხედავს. გუშინდელი თემა ზენიტშია! აგრარულთან ერთად ჯიპას საკითხმაც წამოიწია, პრინციპით „რით ვარ ჯიპაზე ნაკლები?“
მიკავშირდება ჩემი რამდენიმე ყოფილი სტუდენტი, რომლებიც თვლიან, რომ აგრარულ უნივერსიტეტს უსამართლოდ მოექცნენ და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მთხოვენ. მიხარია, რომ ჩემი აზრი მათთვის მნიშვნელოვანია. ფეისბუკზე ვწერ იმას, რასაც გულწრფელად ვფიქრობ.
სტუდენტობა არის ენერგიული, უანგარო, მაქსიმალიზმით სავსე, გულანთებული და ხალასი ძალა! სტუდენტები არიან ადამიანები, ვინც საკუთარი და უნივერსიტეტის სიმართლისათვის ბოლომდე იბრძოლებს! ძალიან კარგად მესმის მათი! ისინი იქცევიან ისე, როგორც უნდა მოიქცნენ! მათ უთხრეს, რომ დამნაშავე სამინისტროა და, რა თქმა უნდა, ასეთ დროს სამინისტროს უნდა დაუპირისპირდე! მეც ასე მოვიქცეოდი! მათ ასევე შეახსენეს, რომ ამ სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელი ერთ-ერთი ინსტიტუტის რექტორი იყო და ამ ინსტიტუტმა აკრედიტაცია-ავტორიზაციის პროცედურები სწორედ მისი გამინისტრების შემდეგ, სასათბურე პირობებში გაიარა. ეს უკვე ეჭვის საბაბია!
არ აქვს მნიშვნელობა, სწორ ინფორმაციას აწვდი თუ არა. მთავარია, რომ ეჭვის მანქანა ჩაირთო! მთავარია, რომ ფეისბუკზე შეურაცხმყოფელი კომენტარები იდება; მთავარია, რომ გააჩინო განცდა უსამართლოდ დაჩაგრულისა; მთავარია, რომ დაიბარო და არჩევანის წინაშე დააყენო ის ლექტორები, რომლებიც შენთან და ჯიპაში ერთდროულად კითხულობენ ლექციებს!!! მთავარია, რომ ეს შენი „პრინციპული“ პოზიცია ბოლომდე დაიცვა და დარტყმის ქვეშ დააყენო ორი ათასი სტუდენტის ბედი!.. ხოლო თუ სადავეები ხელიდან გაგისხლტა, უნდა დატუქსო ის სტუდენტები, რომლებმაც სამინისტროსთან შეთანხმებას მიაღწიეს და თქვა, რომ ხელისუფლება გიპირისპირებს შენივე სტუდენტებს და შენ ამას არ დაუშვებ! მთავარია, თქვა, რომ გამოსავალი მხოლოდ სამინისტროს ხელშია და უნდა გაუქმდეს სამინისტროს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ შენ არაფერი გაქვს გამოსასწორებელი!
არ აქვს მნიშვნელობა, რომ ეს ოდიოზური კანონი შენი პოლიტიკური გუნდის დაწერილია. არც ის არის მთავარი, რომ ამ პროცედურის პირველი ეტაპი შენ მიერ ნახსენებმა უნივერსიტეტმა შენი ხელისუფლების პირობებში გაიარა, თან მაშინაც არდადეგები იყო და ლექციებიც არ ტარდებოდა.
არც ისაა მნიშვნელოვანი, რომ შენი გაბრაზება უკავშირდება იმას, რომ რამდენიმე წლის წინ, სურვილის მიუხედავად, ეს ინსტიტუტი ვერ იყიდე (ვერც ინსტიტუტი და ვერც მისი რექტორი)! აკი ყველაფრის გაყიდვა შეიძლებაო? არ ყოფილა მართალი, არ გაიყიდნენ!
საერთოდ, კრიტიკულ ვითარებაში კარგად ჩანს ადამიანთა ერთგულების, გულწრფელობის და სამართლიანობის ხარისხი. დღეს კიდევ ერთხელ გავიგე, რა განსხვავებაა ჯგუფსა და გუნდს შორის. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის შენი გუნდის ლიდერი და რატომ ვერ ვეძახი ჯიპას „სამსახურს“.
14 მარტი, ხუთშაბათი
მარტის თვე მიყვარს. ეს თვე ჩემთვის გაზაფხულთან და დედაჩემთან ასოცირდება. დღეს მისი დაბადების დღეა. არაფრით არ მესმის, რატომ არის მარტი გიჟი! ჩემთვის გაზაფხული და, მით უმეტეს, დედაჩემი სიმშვიდესთან ასოცირდება. ამიტომ ჩემი ლოგიკის მიხედვით ამ თვესაც გაწონასწორებული და სტაბილური ხასიათი უნდა ჰქონდეს. ეს ერთადერთი გაურკვევლობაა დედას, მარტსა და ჩემ შორის!
არ მინდა პათეტიკაში ჩამეთვალოს, მაგრამ რასაც ახლა ვიტყვი, სრული სიმართლეა. დედაჩემი ჩემს ცხოვრებაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. გარდა იმისა, რომ მშობელია, ის ყველაზე ერთგული და ახლო მეგობარიც არის. მას უკავშირდება ყველა ჩემი წარმატება და ცხოვრებისეული არჩევანი. ამიტომაც დავამთავრე სამხატვრო აკადემია და არა კონსერვატორია, დედაჩემისგან გავიგე პირველად ჯიპას შესახებ... ჩემი ბავშვობის პერიოდშიც კი მისთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი მოსაზრება. ჩვენს ცხოვრებაში იყო ძალიან მძიმე პერიოდები, მაგრამ ეს გზა ჩვენ ღირსეულად და ერთად გავიარეთ. ის ჩემთვის ძლიერებისა და სათნოების, უანგარო და დაუმადლებელი თვითშეწირვის მაგალითია. ჩემთვის ის თავადაა შეფასების კრიტერიუმი. ვინც დედასთან ტყუის, ის ვერ იქნება ჩემთან მართალი.
ყოველდღე, გვიან, სახლში დაბრუნებისას, ვხედავ ერთსა და იმავე სურათს: ანთებულ სინათლეს, გადაწეულ ფარდებს და ფანჯარასთან ჩემს ლოდინში მდგარი დედის სილუეტს. ეს სურათი ჩემთვის ყველაფერია. დღეს ბევრი სხვა რაღაცებიც მოხდა, მაგრამ არ დავწერ. დაბადების დღის თემა მთავარი იყო.
15 მარტი, პარასკევი
თაბუკაშვილის ქუჩა. იმელი. ჯიპა. დღეს შევხვდი ჟურნალისტს საპატრიარქოს ტელევიზიიდან. გადაცემის გაკეთება სურს ჩემი თბილისური ტურის შესახებ. შევთანხმდით დეტალებზე. 30 მარტიდან გადაღებას დაიწყებს. ეს ის დღეა, როცა ვიწყებ შემეცნებით კურსს „ყველაფერი თბილისის შესახებ“. ეს კურსი ოთხ მესიჯად შეიძლება დაიყოს: ისწავლე „თბილისის ისტორია“ ზაზა აბაშიძისგან. გაიცანი „თბილისური კულტურა“ ცირა ელისაშვილისგან. მოისმინე „თბილისური ამბები“ დათო ტურაშვილისგან და ეძებე, იპოვე და გადაიღე „შენი თბილისი“ გუგა კოტეტიშვილთან ერთად. ვფიქრობ, საინტერესო ჩანაფიქრია. ამ ლექციებით გაიგებენ, რატომ ელოდებოდნენ თბილისელი გოგონები 7 მაისის წვიმას, რამდენი სახის კრივი იყო თბილისში, როგორ დაიწვა იტალიური ოპერის შენობა, როდის დაარბიეს ბოლოს ქალაქი... ვნახოთ, მგონი საინტერესო გამოვა. ჩვეულებრივი და გუშინდელზე მშვიდი დღე იყო.
16 მარტი, შაბათი
აცივდა. მარტი რის მარტია, თუ არ აურია!
მოკლედ, ისეთი ამინდია, სახლიდან გასვლა რომ გეზარება. თანაც ამ შაბათ-კვირასაც ხომ უქმე დღეებს ეძახიან. ჰოდა, ეს „უქმეც“ ამართლებს უსაქმურობას. ამ ბოლო დროს სახლში ყოფნა მომენატრა და გარეთ გასვლაზე ფეხს ვითრევ ხოლმე, მაგრამ... ოხ, ეს „მაგრამ“!
ვიცმევ და ფოტოაპარატით გარეთ გავდივარ. ზემელზე, კინოს სახლში „თავისუფლების დღიურები“ უნდა ჩავწერო. ტრანსპორტიდან ზემელამდე ბევრად ადრე ჩამოვდივარ.
იმიტომ, რომ თბილისში ბევრი უნდა იარო - იარო ფეხით და იპოვო შენი, მხოლოდ შენი თბილისი...