ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით, რაიონში ტურისტთა რიცხვი იზრდება. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის გიორგი სულამანიძის განცხადებით, უცხოელ ტურისტთა რიცხვმა, წლევანდელი მონაცემებით, 4 ათასს გადააჭარბა. რაც შეეხება საერთო რაოდენობას, წელს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს 15 000-მდე ვიზიტორი ესტუმრა. ტურისტული მარშრუტები 3 ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული და მომსახურების ფასებიც მოქნილია, - ამბობს გიორგი სულამანიძე.
„ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მომზადებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა, ასევე გვაქვს მოქნილი ფასები და სხვადასხვა ჯგუფებზე ფასდაკლებები მოქმედებს. მაგალითად, სტუდენტებისთვის განახევრებული ფასებია. მოწყობილი გვაქვს ჩანჩქერებამდე და ტბამდე მისასვლელი ბილიკები, შესაბამისი ცნობარებით. აქ, ნაკრძალში, დაკარგვის შანსი ნულამდეა დაყვანილი“.
ნაკრძალის ტერიტორიაზე მისულებს, შავი კლდის ტბების მარშრუტიდან მომავალი ტურისტთა ჯგუფი დაგვხვდა. ისინი, 12 კაციანი შემადგენლობით, 3 დღის განმავლობაში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ალპურ ზონაში იმყოფებოდნენ და, აღტაცებულებმა, თავიანთი შთაბეჭდილებები და ემოციები გაგვიზიარეს. „მოიარე საქართველოს“ ჯგუფის ხელმძღვანელის დავით ბერიშვილის თქმით, მიუხედავად სამარშრუტო გზის სირთულისა, ბილიკები მონიშნულია, გზები - გაწმენდილი და დაკარგვის საფრთხე არ არსებობს:
„ტბა არის ძალიან ლამაზი, იქიდან დაღესტანიც კი ჩანს. დიდ ტბასთან სამი პატარა ტბაც არის. იმდენად ლამაზი ხედი იშლება, რომ 50-მდე კილომეტრის ფეხით გავლა ნადვილად ღირს. ძალიან კარგი ბილიკებია. გზა რომ არ იცოდე, დაკარგვის შანსი მაინც არ არის“.
ქართველმა ვიზიტორებმა მარშრუტის მომსახურებაც დათვალეს და, როგორც გვითხრეს, მისი ფასი 50 ლარს არ აღემატება. სალომე მოდებაძემ გვითხრა:
„14 ლარი გჭირდება, რომ თბილისიდან ლაგოდეხში და პირიქით იმგზავრო. 10 ლარი კარვის ქირისთვის გადავიხადე. დანარჩენით საკვებს თუ იყიდი. ჯამში, 50-ლარამდე აბსოლუტურად საკმარისია“.
შიმონ ზელინსკი პოლონელია. ის ლაგოდეხში პირველად არის და ჩანჩქერების მონახულებას აპირებს. როგორც თავად აგვიხსნა, ინფორმაცია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესახებ წიგნიდან შეიტყო, რომელიც პოლონელმა ჟურნალისტმა დაწერა. წიგნს „გაუმარჯოს“ ჰქვია და შიგ საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული:
„ლაგოდეხში პირველად ვარ. აქ ცნობილი ჩანჩქერების სანახავად ჩამოვედი. ინფორმაცია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესახებ პოლონელი ჟურნალისტის მიერ დაწერილი წიგნიდან შევიტყვე. წიგნს „გაუმარჯოს“ ჰქვია და, საქართველოს სხვა დაცულ ტერიტორიებთან ერთად, მასში ბევრი რამ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესახებაც არის დაწერილი“.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს სექტემბრის ბოლომდე ელოდება.
„ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მომზადებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა, ასევე გვაქვს მოქნილი ფასები და სხვადასხვა ჯგუფებზე ფასდაკლებები მოქმედებს. მაგალითად, სტუდენტებისთვის განახევრებული ფასებია. მოწყობილი გვაქვს ჩანჩქერებამდე და ტბამდე მისასვლელი ბილიკები, შესაბამისი ცნობარებით. აქ, ნაკრძალში, დაკარგვის შანსი ნულამდეა დაყვანილი“.
ნაკრძალის ტერიტორიაზე მისულებს, შავი კლდის ტბების მარშრუტიდან მომავალი ტურისტთა ჯგუფი დაგვხვდა. ისინი, 12 კაციანი შემადგენლობით, 3 დღის განმავლობაში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ალპურ ზონაში იმყოფებოდნენ და, აღტაცებულებმა, თავიანთი შთაბეჭდილებები და ემოციები გაგვიზიარეს. „მოიარე საქართველოს“ ჯგუფის ხელმძღვანელის დავით ბერიშვილის თქმით, მიუხედავად სამარშრუტო გზის სირთულისა, ბილიკები მონიშნულია, გზები - გაწმენდილი და დაკარგვის საფრთხე არ არსებობს:
14 ლარი გჭირდება, რომ თბილისიდან ლაგოდეხში და პირიქით იმგზავრო. 10 ლარი კარვის ქირისთვის გადავიხადე. დანარჩენით საკვებს თუ იყიდი. ჯამში, 50-ლარამდე აბსოლუტურად საკმარისია...სალომე მოდებაძე