სახალხო დამცველის ინიციატივით, შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ მოვლენებს შეისწავლის და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს გამოავლენს. საბჭოში შემავალი ექსპერტები თუ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები თვლიან, რომ სიმართლე აუცილებლად უნდა დადგინდეს და რომ ოფიციალური საგამოძიებო სტრუქტურების მიერ წარმოებული გამოძიება გაჭიანურდა.
”იმ პირობებში, როდესაც სპეცოპერაციის დროს დაზარალებული ოჯახის წევრებს კვლავ გააჩნიათ მრავალი ლეგიტიმური და ამ დრომდე პასუხგაუცემელი შეკითხვა; ამასთან, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ისეთი საკითხებისადმი, როგორიც არის სპეცოპერაციის დაგეგმვისა და სისრულეში მოყვანის პროცესი, ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობა და ლეგიტიმურობა, საქართველოს სახალხო დამცველი ვერ დარჩება გულგრილი ამ პროცესში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების მიმართ, ვინაიდან ეს წინააღმდეგობაში მოვა ომბუდსმენის, როგორც ინსტიტუტის, არსებობის ძირითად სულისკვეთებასთან”, - ასე ახსნა 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საგანგებო ინტერესი ლაფანყურის სპეცოპერაციის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი აპარატი კვლავაც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით.
ლაპარაკია 2012 წლის 29 აგვისტოს დაწყებულ სპეცოპერაციაზე, რამაც, ოფიციალური ინფორმაციით, სამი სამართალდამცველისა და შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრის სიცოცხლე შეიწირა. უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ პასუხი უნდა გაეცეს ნებისმიერ ლეგიტიმურ შეკითხვას და რომ ”ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევის დოკუმენტირებისა და სრულყოფილი შესწავლის მიზნით”, სახალხო დამცველის აპარატთან უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო:
”საბჭოს ძირითადი მიზანი იქნება 2012 წლის აგვისტოში სოფელ ლაფანყურში განვითარებული მოვლენების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და ფაქტების დოკუმენტირება, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ მოსაზრებებს მოვლენების ფაქტობრივ განვითარებასთან დაკავშირებით. საბჭო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულთა ინტერესების წარმოჩენაზე და გამოძიების პროცესის დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ წარმართვის აუცილებლობაზე. საბჭო მოამზადებს ანგარიშს, რომელიც შესაბამის მასალებთან ერთად გადაეგზავნებათ საგამოძიებო ორგანოებს”.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბჭო არ წარმოადგენს ალტერნატიულ საგამოძიებო უწყებას და ის ხელს შეუწყობს ოფიციალური საგამოძიებო უწყებების მიერ გამოძიების ეფექტიანად და გამჭვირვალედ წარმართვას.
აქვე ვთქვათ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციამ თავიდანვე მიიპყრო სახალხო დამცველის საგანგებო ყურადღება და ამაზე მეტყველებს მის მიერ პარლამენტისთვის 30 ივლისს წარდგენილი ბოლო ანგარიშიც, სადაც ამ თემას საგანგებო თავი ეთმობა. ”კონფიდენციალური წყაროებისა და სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია განსხვავდება იმ პერიოდში საქართველოს ძალოვანი უწყებებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაჟღერებული ოფიციალური ინფორმაციისგან, რომლის მიხედვითაც ლაფანყურში ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფი თითქოს ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდნენ საქართველოში”.
ამ ანგარიშში ასახულია არაერთი საეჭვო ინფორმაცია და მათ შორის არის ინფორმაცია უცხოეთიდან საგანგებოდ ჩამოყვანილ პირთა შეიარაღებასა თუ დაკვალიანებაში შს სამინისტროს მაღალჩინოსანთა აქტიურობის შესახებ. პარლამენტმა არ გაიზიარა ომბუდსმენის რეკომენდაცია დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე.
დავუბრუნდეთ 12-კაციან საზოგადოებრივ საბჭოს, რომელშიც სახალხო დამცველმა კარგად ცნობილი ექსპერტები თუ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები მიიწვია. მიწვეული არიან ასევე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრები. თავად უჩა ნანუაშვილის გარდა, საბჭოს შემადგენლობაში არიან: ლია მუხაშავრია, სოსო ცისკარიშვილი, ზაურ გუმაშვილი, ხასო ხანგოშვილი, უმარ იდიგოვი, მურად ქავთარაშვილი, ვახტანგ მაისაია, კახა კახიშვილი, მამუკა არეშიძე, თამარ გაბისონია, გელა ნიკოლაიშვილი.
თუკი, მაგალითად, ოფიციალური სტრუქტურების მიერ წარმოებული გამოძიების ფონზე ამგვარი საბჭოს მუშაობას სკეპტიკურად უყურებენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საბჭოს მუშაობაში ჩაერთვება არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“. როგორც მისმა ხელმძღვანელმა ლია მუხაშავრიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, რადგანაც ოფიციალური სტრუქტურების მიერ წარმოებული გამოძიება ნდობას ვერ იმსახურებს და გაჭიანურებულია, სიმართლის დადგენის საქმეში ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია საზოგადოების ნდობით აღჭურვილ ჯგუფს:
”საზოგადოების ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც თუ საზოგადოება გვენდობა, მოწმეები, თვითმხილველები, ადამიანები, რომლებმაც რამე იციან ამ საქმის ირგვლივ, ჩვენ მოგვაწვდიან პირუთვნელ ინფორმაციას... ამ კომისიამ შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოაგროვოს, დაალაგოს შესაბამისად და შემდეგ სახალხო დამცველმა, კონკრეტული წინადადებების დართვით, მიაწოდოს ეს მასალები პროკურატურას და მოსთხოვოს გამოძიების ჩატარება”.
ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. სახალხო დამცველის აპარატი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ინტერესთა კონფლიქტის გამო, მოითხოვდნენ, რომ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადასცემოდა. გავიხსენოთ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციას სწორედ შს სამინისტრო ხელმძღვანელობდა და ახორციელებდა.
ახლად შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს მიმართ უნდობლობას გამოხატავს ”ნაციონალური მოძრაობა”. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საბჭო ვერ იქნება მიუკერძოებელი, რადგანაც მის წევრებს აქვთ ჩამოყალიბებული და საჯაროდ გამჟღავნებული მიკერძოებული პოზიცია ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ამასთან, დეპუტატი წიკლაური ლაფანყურის სპეცოპერაციის საკითხის გააქტუალურებას, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის მსგავსად, ხელისუფლების წინასაარჩევნო სვლებს უკავშირებს და ამ თემაზე საუბრისას რუსეთის ინტერესების ფაქტორსაც გამოყოფს:
”ივანიშვილის ხელისუფლება დღესაც აგრძელებს საქართველოს დადანაშაულებას რუსეთის წინააღმდეგ აგრესიაში, აგრძელებს მაამებლობის პოლიტიკას და პუტინის სურვილების შესრულებას, მაგრამ ერთადერთი შედეგი აქედან იქნება საქართველოს პოზიციების დაზიანება. მოკლევადიანი შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ ამ არჩევნებში რამდენიმე პროცენტით უფრო მეტი მიიღონ”.
აზრს, რომ მათ მიერ წამოწყებული პროცესი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, კატეგორიულად არ იზიარებენ ახლად შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს წევრები. მაგალითად, როგორც უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა ვახტანგ მაისაიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სიმართლის დაუდგენლობა გაცილებით უფრო სახიფათოა ქვეყნის იმიჯისა თუ უსაფრთხოებისთვის, ვიდრე თუნდაც ყველაზე მწარე სიმართლის დადგენა და დამნაშავეთა დასჯა.
”იმ პირობებში, როდესაც სპეცოპერაციის დროს დაზარალებული ოჯახის წევრებს კვლავ გააჩნიათ მრავალი ლეგიტიმური და ამ დრომდე პასუხგაუცემელი შეკითხვა; ამასთან, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ისეთი საკითხებისადმი, როგორიც არის სპეცოპერაციის დაგეგმვისა და სისრულეში მოყვანის პროცესი, ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობა და ლეგიტიმურობა, საქართველოს სახალხო დამცველი ვერ დარჩება გულგრილი ამ პროცესში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების მიმართ, ვინაიდან ეს წინააღმდეგობაში მოვა ომბუდსმენის, როგორც ინსტიტუტის, არსებობის ძირითად სულისკვეთებასთან”, - ასე ახსნა 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საგანგებო ინტერესი ლაფანყურის სპეცოპერაციის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი აპარატი კვლავაც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით.
ლაპარაკია 2012 წლის 29 აგვისტოს დაწყებულ სპეცოპერაციაზე, რამაც, ოფიციალური ინფორმაციით, სამი სამართალდამცველისა და შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრის სიცოცხლე შეიწირა. უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ პასუხი უნდა გაეცეს ნებისმიერ ლეგიტიმურ შეკითხვას და რომ ”ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევის დოკუმენტირებისა და სრულყოფილი შესწავლის მიზნით”, სახალხო დამცველის აპარატთან უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო:
კონფიდენციალური წყაროებისა და სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია განსხვავდება იმ პერიოდში საქართველოს ძალოვანი უწყებებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაჟღერებული ოფიციალური ინფორმაციისგან...სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბჭო არ წარმოადგენს ალტერნატიულ საგამოძიებო უწყებას და ის ხელს შეუწყობს ოფიციალური საგამოძიებო უწყებების მიერ გამოძიების ეფექტიანად და გამჭვირვალედ წარმართვას.
აქვე ვთქვათ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციამ თავიდანვე მიიპყრო სახალხო დამცველის საგანგებო ყურადღება და ამაზე მეტყველებს მის მიერ პარლამენტისთვის 30 ივლისს წარდგენილი ბოლო ანგარიშიც, სადაც ამ თემას საგანგებო თავი ეთმობა. ”კონფიდენციალური წყაროებისა და სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია განსხვავდება იმ პერიოდში საქართველოს ძალოვანი უწყებებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაჟღერებული ოფიციალური ინფორმაციისგან, რომლის მიხედვითაც ლაფანყურში ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფი თითქოს ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდნენ საქართველოში”.
ამ ანგარიშში ასახულია არაერთი საეჭვო ინფორმაცია და მათ შორის არის ინფორმაცია უცხოეთიდან საგანგებოდ ჩამოყვანილ პირთა შეიარაღებასა თუ დაკვალიანებაში შს სამინისტროს მაღალჩინოსანთა აქტიურობის შესახებ. პარლამენტმა არ გაიზიარა ომბუდსმენის რეკომენდაცია დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე.
ამ კომისიამ შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოაგროვოს, დაალაგოს შესაბამისად და შემდეგ სახალხო დამცველმა, კონკრეტული წინადადებების დართვით, მიაწოდოს ეს მასალები პროკურატურას და მოსთხოვოს გამოძიების ჩატარება...ლია მუხაშავრია
თუკი, მაგალითად, ოფიციალური სტრუქტურების მიერ წარმოებული გამოძიების ფონზე ამგვარი საბჭოს მუშაობას სკეპტიკურად უყურებენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საბჭოს მუშაობაში ჩაერთვება არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“. როგორც მისმა ხელმძღვანელმა ლია მუხაშავრიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, რადგანაც ოფიციალური სტრუქტურების მიერ წარმოებული გამოძიება ნდობას ვერ იმსახურებს და გაჭიანურებულია, სიმართლის დადგენის საქმეში ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია საზოგადოების ნდობით აღჭურვილ ჯგუფს:
”საზოგადოების ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც თუ საზოგადოება გვენდობა, მოწმეები, თვითმხილველები, ადამიანები, რომლებმაც რამე იციან ამ საქმის ირგვლივ, ჩვენ მოგვაწვდიან პირუთვნელ ინფორმაციას... ამ კომისიამ შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოაგროვოს, დაალაგოს შესაბამისად და შემდეგ სახალხო დამცველმა, კონკრეტული წინადადებების დართვით, მიაწოდოს ეს მასალები პროკურატურას და მოსთხოვოს გამოძიების ჩატარება”.
ივანიშვილის ხელისუფლება დღესაც აგრძელებს საქართველოს დადანაშაულებას რუსეთის წინააღმდეგ აგრესიაში, აგრძელებს მაამებლობის პოლიტიკას და პუტინის სურვილების შესრულებას...ნუგზარ წიკლაური