Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო მოლოდინების კვირა საქართველოში


საქართველოს პარლამენტის სხდომა
საქართველოს პარლამენტის სხდომა

6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართა და როგორც ბევრისთვის მოსალოდნელი იყო, პირველივე განცხადებები ახალ კონსტიტუციას შეეხებოდა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ვენეციის კომისიას ორი მოსმენით დამტკიცებული პროექტის მისამართით პრეტენზიები არ ექნება და კომისიის დასკვნის შუალედური ვერსია სექტემბერში, კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებამდე გახდება ხელმისაწვდომი. ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, პროცესი ევროსაბჭოს ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციის ფონზე მიმდინარეობს:

გადმოწერა

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან. მათთვის ცნობილია, რომ სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით ცვლილებების კენჭისყრა. ჩვენ გვაქვს ასეთი შეთანხმებავენეციის კომისიას მიღებული აქვს მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებების ტექსტი და მესამე მოსმენამდე ჩვენ მივიღებთ ვენეციის კომისიისგან მათი დასკვნის წინასწარ ვერსიას. ეს ვერსია გახდება საჯარო და, შესაბამისად, ვიდრე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე განხილული იქნება მესამე მოსმენით ეს დოკუმენტი, მანამდე ჩვენ გვექნება საჯარო დისკუსია და განხილვები ამ მოსაზრებებისა. იმ ტიპის რეკომენდაციებს და ცვლილებებს, რის საშუალებასაც რეგლამენტი მოგვცემს მესამე მოსმენის ეტაპზე, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ“.

თუმცა მანამდე და კერძოდ, 4 სექტემბერს, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული კომენტარიდან გამოჩნდა, რომ ხელისუფლება პროექტის შინაარსის შეცვლაზე არც კი ფიქრობს და კანონპროექტი ამჟამად არსებული, ოპონენტებისთვის ყოვლად მიუღებელი სახით დამტკიცდება:

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ჩვენ გვაქვს შემუშავებული ძალიან დახვეწილი კონსტიტუციური კანონპროექტი და ეს დოკუმენტი აუცილებლად იქნება მიღებული საშემოდგომო სესიაზე იმ სახით, როგორი სახითაც არის დამტკიცებული მეორე მოსმენითრა თქმა უნდა, სარედაქციო ცვლილებების გათვალისწინებით. რაც შეეხება კონსულტაციებს, კონსულტაციები აუცილებლად გვექნება თარიღთან დაკავშირებით, მათ შორისვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან“.

საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესებთან დაკავშირებით, უკმაყოფილება გამოხატა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ – 4 სექტემბერს მან ტვიტერის საშუალებით გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს კონსტიტუციის პროექტის გარშემო, დიალოგის გზით, კონსენსუსის მიღწევის გეგმა ჩაიშალა და ამის გამო იმედგაცრუებულია. მანამდე კი, 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ბუკიკიო განმარტავდა, რომ კომისია მხარს უჭერს კონსტიტუციის იმ პროექტს, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, ანუ რომელიც თავდაპირველად იყო შეთანხმებული და რომელსაც მხარს უჭერს ყველა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გარდა. აქვე ჯანი ბუკიკიო გამოხატავს იმედგაცრუებას იმის გამო, რომ არჩევნების მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლისთვის გადავადდა.

სამთვიანი ვადა, რომელიც, კანონმდებლობის თანახმად, აუცილებლად უნდა გავიდეს მეორე მოსმენის შემდეგ, 24 სექტემბერს იწურება და სწორედ ამ დღიდან იქნება შესაძლებელი კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცება. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაელოდოს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას და გაითვალისწინოს მისი შენიშვნები. გამოქვეყნდა მესამე სექტორის ერთობლივი განცხადებაც და რადიო „თავისუფლებასთან“ კომენტარი გააკეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა:

თქვენ, პრაქტიკულად, მოატყუეთ ყველა, როგორც საქართველოში, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ფაქტობრივად, ვენეციის კომისიას თავზე გადაახიეთ ყველა შეთანხმება და სულ სხვა გზით წახვედით...
სერგო რატიანი

„კონსტიტუცია არის სახალხო, სამოქალაქო თანხმობის დოკუმენტი და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება საზოგადოების ფართო ფენები იყვნენ ჩართული ამ პროცესში და მოხდეს შეთანხმება და გარკვეული კომპრომისი ფართო ფენებს შორის. ჩვენ დავინახეთ, რომ რეალურად ეს პროცესი ისე სრულდება (თუკი ასე დასრულდა, როგორც არის დაგეგმილიქართული ოცნებისმხრიდან ), რომ, ფაქტიურად, ეს იქნება ერთი პარტიის მიერ მიღებული კონსტიტუცია, რომელსაც არ იწონებს არც ერთი სხვა ჩართული მხარე, როგორიც არის, ვთქვათ, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიექსპერტები და . .“.

ჯერჯერობით, კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, თუმცა ოპოზიცია საკონსტიტუციო პროექტის მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. როგორც 6 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესიების პირველ სხდომაზე აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა –საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მიხედვით მოქმედებს:

თქვენ, პრაქტიკულად, მოატყუეთ ყველა, როგორც საქართველოში, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ფაქტობრივად, ვენეციის კომისიას თავზე გადაახიეთ ყველა შეთანხმება და სულ სხვა გზით წახვედით... ეს არ არის პირველი ტყუილი, რომელსაცქართული ოცნებაამბობს, მაგრამ ეს არის, ალბათ, ბოლო ტყუილი, რომელსაც ამბობთ. სამწუხაროა, მაგრამ, ალბათ, თქვენც კარგად გესმით, რომ ეს არის არაპოპულარული ნაბიჯი როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ აღარ გაინტერესებთ აღარც პრესტიჟი, არც პოპულარობა, გაინტერესებთ, რომ გაყალბებით მოიგოთ შემდეგი არჩევნები“.

8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ეროვნულ ბანკში, კერძო ბანკებში, ხოლო უკანასკნელ პერიოდში იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენელი საქართველოში. კენჭისყრა მომდევნო პლენარულ სხდომახე (20 ექტემბერს) იგეგმება. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსს – ლაშა თორდიას, რომელიც ამ პოსტზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ თორდიას ხელმძღვანელობით, აუდიტის სამსახურმა „მოახერხა ჩამოყალიბებულიყო რეალურად დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ“.

6 სექტემერს, სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. თავდაცვის სამინისტრო 7 სექტემბერს იტყობინებოდა, რომ სერჟანტ გიორგი წიქარიშვილისა და პირველი კლასის რიგითის, ირაკლი კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ისინი მალევე გაწერეს ჰოსპიტალიდან, ხოლო მძიმე იყო უფროსი ლეიტენანტის, ივერ ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა 7 სექტემბერს, ტერორიზმთან მებრძოლი ქართველი სამხედროები, მსოფლიოს მშვიდობის დაცვით, საქართველოს იცავენ:

ამ ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა ავღანელი თარჯიმანი, მძიმედ დაიჭრა ამერიკელი ოფიცერი, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, თუ რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი სამხეროებიჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მსოფლიოში“.

5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლო ამ საქმეს რვა თვის განმავლობაში განიხილავდა. დეკანოზ მამალაძეს ბრალად ედებოდა პატრიარქის მთარგმნელ-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება, რისთვისაც მან მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი შეიძინა. განხილვის პროცესში სასამართლომ „ანგარებით მკვლელობის მომზადების“ მუხლი „შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობის“ მუხლით შეცვალა. მამალაძე ასევე დამნაშავედ ცნეს იარაღის შეძენა-შენახვის ნაწილშიც. თავად მსჯავრდებული არ ესწრებოდა განაჩენის გამოცხადების პროცესს, რომელმაც სასტიკად უკმაყოფილო დატოვა დაცვის მხარე.

მიმდინარე კვირაში საქართველოში გრძელდებოდა ხანძრებთან ბრძოლა და კერძოდ – ხულოში, თელავსა და თუშეთის ტყეში. ხანძრების ლოკალიზების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურმა სტრუქტურებმა 8 სექტემბერს გამოაქვეყნეს. მეხანძრე მაშველები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ ხანძარს. ბოლო პერიოდში გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირაშიც აქტუალური იყო შეკითხვა – არის თუ არა ეს დივერსიის შედეგი. დივერსიის ალბათობაზე კომენტარები ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა გააკეთა. შს სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG