Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი ტელეფონით ესაუბრა ბინალი ილდირიმს


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის პრემიერ-მინისტრს ბინალი ილდირიმს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა თურქ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა გამო, რომლებმაც თავი შესწირეს დემოკრატიის დაცვას, და თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს უსურვა მშვიდობა და სტაბილურობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ძლიერი და დემოკრატიული თურქეთი მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობისთვის. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გამოთქვა მადლიერება საქართველოს ხელისუფლების და ხალხის მხრიდან თურქეთის სტაბილურობისა და დემოკრატიის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.

ბინალი ილდირიმი
ბინალი ილდირიმი

​ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ თურქეთში სიტუაცია ნორმალიზებულია და საქართველოსთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა 19 ივლისს, ანკარაში საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტისას გაიმართოს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა. გიორგი კვირიკაშვილმა და ბინალი ილდირიმმა გამოთქვეს მზადყოფნა, განიხილონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულება.

XS
SM
MD
LG