ორ მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა ქალაქ ქუთაისის წლევანდელი ბიუჯეტი. მერიის გადაწყვეტილება, რომ მომატებული თანხა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებისთვის უნდა დაიხარჯოს, საკრებულოს უმრავლესობამ მოიწონა. განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებაში.