ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 54 მილიონი ლარით განისაზღვრა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა არც „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო. მათი აზრით, ბიუჯეტი რეალურ მოთხოვნებს არ ასახავს.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1