Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური ზრდისთვის მერები კლუბში გაწევრიანდნენ


მერების შეხვედრა
მერების შეხვედრა

თვითმყოფადი ადგილობრივი ეკონომიკური პროცესის ხელშესაწყობად, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შემუშავებისა და განხორციელებისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად ევროკავშირის მხარდაჭერით გასული წლიდან ხორციელდება ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. ინიციატივა მასში ჩართული მხარისგან მოითხოვს აღებული პასუხისმგებლობის განუხრელად შესრულებას და კლუბის წევრ მერებს სთავაზობს დახმარებას ცოდნის მისაღებად ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენის, ეკონომიკური განვითარების გეგმის მომზადებისა და მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისთვის. საქართველოსა და აზერბაიჯანში პროექტის კოორდინატორ ზვიად არჩუაძის ინფორმაციით, ინიციატივას „ მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ შარშან შეუერთდა საქართველოს 18 მუნიციპალიტეტი, მათ შორის 8 იმერეთიდან.

გადმოწერა
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივას „მერები ეკონომიკური განვითარებისთვის“ შარშან შეუერთდა ხონის მუნიციპალიტეტი. ხონის მერის, ვლადი ჯურხაძის, ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი უკვე მუშაობს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ეკონომიკური განვითარების გეგმას.

იმერეთის გუბერნატორის მოადგილის, იოსებ ხახალეიშვილის, განცხადებით, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, იმერეთის მხარის 12 მუნიციპალიტეტში 530 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, რაც 23 %–ით ნაკლებია წინა აღწერის შედეგებზე, მოსახლეობის შემცირებისა და მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი კი სიღარიბეა. იოსებ ხახალეიშვილი იმერეთის მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარებისთვის ძლიერ მხარეებად მიიჩნევს საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალს, საზღვაო პორტებთან სიახლოვეს, წიაღისეული რესურსების მრავალფეროვნებას, სასწავლო– სამეცნიერო ტრადიციებს, ტურისტული და ისტორიული ადგილების სიმრავლეს და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო პირობებს. რაც შეეხება განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებს, გუბერნატორის მოადგილემ რამდენიმე პრობლემა დაასახელა.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივას „მერები ეკონომიკური განვითარებისთვის“ შარშან შეუერთდა ხონის მუნიციპალიტეტი. ხონის მერის, ვლადი ჯურხაძის, ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი უკვე მუშაობს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ეკონომიკური განვითარების გეგმას. მერის განცხადებით, ინიციატივის ფარგლებში, კლუბში გაწევრიანება ადგილობრივ თვითმმართველობას საშუალებას მისცემს რეკომენდაციები მიიღოს და სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილება გაიზიაროს.

ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფარგლებში ხორციელდება სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში. ინიციატივის მხარდასაჭერად ევროკავშირი 4 წლის განმავლობაში ხუთ მილიონ ევროს დახარჯავს.

XS
SM
MD
LG