Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეისბუკაგიტაცია და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება წინასაარჩევნო პერიოდში


ქუთაისი, საქართველოს პარლამენტის შენობა
ქუთაისი, საქართველოს პარლამენტის შენობა

არჩევნების მეთავლყურე არასამთავრობო ორგანიზაციამ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. ორგანიზაცია კანონდარღვევებს შორის ასახელებს საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში სოციალურ ქსელში პოლიტიკური სუბიექტების სააგიტაციო მასალის გამოქვეყნებას და საარჩევნო ადმინისტრაციაში კანდიდატების ოჯახის წევრთა დასაქმებას. „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონალური კოორდინატორის, თეონა გოგიშვილის, განმარტებით, მონიტორინგისას ყურადღება ექცევა სოციალურ ქსელებში საჯარო მოხელეთა აქტივობას:

„მონიტორინგისას ყურადღებას ვაქცევთ ფეისბუკის გვერდზე როდის ხდება გაზიარებები, ხომ არ ხდება ეს სამუშაო საათებში, რადგან საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს, რომ საჯარო მოხელეებს არა აქვთ უფლება სამუშაო საათებში ჩართული იყვნენ მსგავს საქმიანობაში და გაზიარებაც, მოწონებაც იგულისხმება მათი მხრიდან წინასაარჩევნოდ აგიტაციაში ჩართვად“.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ რეგიონალური კოორდინატორის, თეონა გოგიშვილის, განცხადებით, ორგანიზაციამ უკვე მიმართა ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიას იმის გამო, რომ მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი გიორგაძე პერიოდულად პირად ფეისბუკგვერდზე სამუშაო საათებში აქვეყნებს „ქართული ოცნების“ კანდიდატთა შეხვედრების ამსახველ სააგიტაციო მასალებს. თეონა გოგიშვილისვე განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიისგანპასუხი ჯერ არ მიუღიათ. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამდე კომენტარს არ აკეთებს თავად ირაკლი გიორგაძე.„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში მოხვდა რამდენიმე ფაქტიც, როცა არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ან მისიოჯახის წევრი საოლქო საარჩევნო კომისიაშია დასაქმებული, რაც, თეონა გოგიშვილის განცხადებით, კანონდარღვევაა:

„’სამართლიანი არჩევნების’ ანგარიშში მოხვდა ათი მსგავსი შემთხვევა, რომელთაგან 5 არის იმერეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში დაფიქსირებული. აქედან ორ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ხონის მუნიციპალიტეტში, სადაც პარტიების „ევროპული საქართველოსა“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ კანდიდატები და მათი ოჯახის წევრები დასაქმებულები არიან საოლქო საარჩევნო კომისიაში. მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი ტყიბულშიც „ ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან და წყალტუბოში იყო მსგავსი ფაქტი ‘ევროპული საქართველოდან’“.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს ადასტურებენ, თუმცა კანონდარღვევად არ მიიჩნევენ წყალტუბოს 38-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. მისი ხელმძღვანელის, გიორგი ნიჟარაძის, განმარტებით, საარჩევნო კანონმდებლობით, მერობის ან მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატის ოჯახის წევრს უფლება აქვს მუშაობდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში, თუ შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას:

„განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს, სხვა შეზღუდვა ნამდვილად არ არის,კანდიდატის მეუღლეს შეუძლია იყოს კომისიის წევრი. განცხადება ცესკოში გავაგზავნეთ. აქ კომისიის მეორე წევრი არის „ნაციონალური მოძრაობიდან“, მეუღლე კანდიდატია და განცხადება გააკეთა მანაც“,– განმარტავს წყალტუბოს 38-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, გიორგი ნიჟარაძე.

ასეთსავეგანმარტებას იძლევიან ხონის 55-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. მისი თავმჯდომარის, გიორგი გორდაძის, განცხადებით, კომისიისერთ–ერთმა წევრმა უფლებამოსილება შეიჩერა თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად დასახელების გამო და ის სხვა წევრით შეცვალეს:

„მაკა ტაბიძე თავად გახდა კანდიდატი და იგი ჩანაცვლებულია კომისიაში სხვა წევრით. საარჩევნო ადმინისტრაცია ითვალისწინებს მსგავს შემთხვევას და განცხადებას ვწერთ და ვაგზავნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“.

თავის მხრივ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების “ რეგიონალური კოორდინატორი თეონა გოგიშვილი აცხადებს, რომმონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე, რომლებსაც ორგანიზაცია კანონდარღვევად მიიჩნევს, პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ადმინისტრაციებს მიმართეს, ნეიტრალიტეტი დაიცვან და საარჩევნო კომისიაში წევრების დანიშვნისას და არჩევისას უზრუნველყონ მისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

XS
SM
MD
LG