ქუთაისის მერის თანამდებობაზე პრეტენზიას აცხადებენ 10 პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები. მათ შორის ყველა მამაკაცია, განსხვავებით 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისგან, როცა მერობის 7 კანდიდატს შორის კენჭს ორი ქალი იყრიდა. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი აწარმოებს.