13 მაისის სისხლიანმა თავდასხმამ ავღანეთში მყოფ საქართველოს 42-ე ბატალიონზე კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, თუ რა მძიმე მისიას ასრულებენ ავღანეთის უსაფრთხოების მხარდასაჭერად კოალიციის რიგებში გაგზავნილი ქართველი ჯარისკაცები.მაგრამ სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო თანაგრძნობის სიტყვების გარდა, ამ დღეებში საქართველოში კრიტიკაც ისმის ყოფილი თუ ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, რომლებიც, ზოგიერთი სამხედრო მიმომხილველის თქმით, თავიანთი ჰიპერაქტიურობითა და ავღანეთში მყოფი ქართული მისიის სიძლიერეზე სხვადასხვა ტრიბუნიდან დაუსრულებელი ტრაბახით დათვურ სამსახურს უწევენ ქართველ ჯარისკაცებს.
პრობლემური ქვედანაყოფი პრობლემურ პროვინციაში?
4 წლის განმავლობაში, რაც ქართული სამხედრო დანაყოფები ანტიტერორისტულ საბრძოლო ოპერაციას ასრულებენ ავღანეთში, 13 მაისის მსგავსი სისასტიკის თავდასხმა ქართველ ჯარისკაცებს არ ახსოვთ. მეამბოხეთა ხუთკაციანმა ჯგუფმა, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის
გამოყენებით, კომბინირებული იერიში მიიტანა ქართული ქვედანაყოფის ბაზაზე და დიდი ზარალი მიაყენა 42-ე ბატალიონს.
„დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ თავდასხმას შეეწირა სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. ამ ეტაპზე არსებული ფაქტობრივი მონაცემებით, გვყავს დაჭრილები და მსუბუქად დაშავებულები. საქართველოს ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახების გვერდით დგანან“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 13 მაისს, საღამოს, საგანგებო მიმართვაში.
საზოგადოების ერთი ნაწილი უკმაყოფილო დატოვა სამხედრო უწყების ხელმძღვანელის განცხადებამ. გიორგი თავდგირიძე, სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი და თადარიგის პოლკოვნიკი, ამბობს, რომ მინისტრმა „მოუმზადებელი განცხადება“ გააკეთა, მაშინ როცა საჭირო იყო საზოგადოების დეტალური ინფორმირება იმაზე, თუ როგორ მოახერხა დაცულ სამხედრო ბაზაზე სისხლისმღვრელი იერიშის განხორციელება მეამბოხეთა მცირე ჯგუფმა.
„ის, რომ ამ ხუთმა, ასე რომ ვთქვათ, თალიბანის წარმომადგენელმა თუ იქაურმა ტერორისტმა მოახერხა ასეთი მნიშვნელოვანი ზარალის მიყენება საბრძოლო ქვედანაყოფისათვის, თან მისი განთავსების ადგილზე, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელიც დაშვებულია ვიღაცის მიერ და სწორედ ეს არის გამოსაძიებელი“, - განაცხადა თავდგირიძემ 14 მაისს, რადიო თავისუფლების დილის ეთერში საუბრის დროს, და დასძინა, რომ კვლავინდებურად პრობლემაა ასევე ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების მომზადებისა და მათი მეთაურების ცოდნის დონე:
„მე რამდენიმე ხნის წინ, ძველი ხელისუფლების პირობებშიც, მუდმივად ვამახვილებდი ყურადღებას, რომ კონტინგენტის რაოდენობა კი არ არის რისკი, ან ჰელმანდის პროვინცია კი არ არის სახიფათო ადგილი, არამედ ის, რომ ჩვენი კონტინგენტის შერჩევა, მომზადება და მათი მეთაურების შერჩევა არის პრობლემური“.
„დათვური სამსახური“ საკუთარი ჯარისკაცებისათვის
ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. სამხედრო ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ქართული დანაყოფის გაორმაგება და მისი მუდმივი დისლოკაციის ადგილად ყველაზე უფრო სახიფათო ჰელმანდის პროვინციის შერჩევა ზრდის ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ალბათობას. მით უფრო, რომ არავინ არაფრისგან არის დაზღვეული და 13 მაისის მსგავს სისხლიან თავდასხმებს რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი ამერიკულ ქვედანაყოფებზე, რომლებიც ავღანეთში 2001 წლიდან იმყოფებიან და ქართველ სამხედროებზე უფრო მეტი საბრძოლო გამოცდილებაც აქვთ.
„ანალოგიური ტაქტიკით თალიბები გასულ პერიოდში უკვე დაესხნენ თავს ამერიკულ ბაზებსაც. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის ვიდეო, თავად თალიბების გადაღებული, დევს კიდეც ინტერნეტში. მასზე გამოსახულია, თუ როგორ ტვირთავენ თავდამსხმელები ჯერ სატვირთო ავტომობილს ასაფეთქებელი მოწყობილობით, შემდეგ შორიდან იღებენ, თუ როგორ შევარდება ეს მანქანა ამერიკელი სამხედროების საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, როგორ ფეთქდება საშინელი ძალით და მერე თალიბები ავტომატის სროლით როგორ შედიან ამ ბაზაზე“.
აქედან გამომდინარე, უფრო მეტი საუბარი საექსპერტო საზოგადოებაში იმაზე კი არ უნდა იყოს, თუ როგორ მოხდა საბრძოლო ვითარებაში თავდასხმა ქართულ ქვედანაყოფზე, არამედ საქართველოს ძველი ხელისუფლების
პოლიტიკაზე, რომელიც, გარკვეული თვალსაზრისით, დათვურ სამსახურს უწევს მსოფლიოს ყველაზე „ცხელ წერტილში“ მყოფ ქართველ ჯარისკაცებს, - მიაჩნია ირაკლი ალადაშვილს.
„როგორც აღმოჩნდა, საქართველოს სამხედრო კონტინგენტი თალიბებისათვის აღმოჩნდა ისეთივე მტრის ხატი, როგორც აქამადე იყო აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტები. ანუ კონკრეტული თავდასხმა ქართველების წინააღმდეგ მიანიშნებს იმას, რომ უარყოფითი გაგებით იმუშავა პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდის დიდი ხნის „პიარმა“, როდესაც ისინი ყოველ ფეხის ნაბიჯზე უსვამდნენ ხაზს იმას, რომ, აი, საქართველო ავღანეთში ამდენ ხალხს გზავნის, ამხელა კონტინგენტს ამზადებს“, – ამბობს ირაკლი ალადაშვილი და დასძენს, რომ საჭიროა რაღაც შეიცვალოს ხელისუფლების მიდგომაში, მათ შორის, 2014 წლამდე დარჩენილ პერიოდში შემცირდეს ქართული სამხედრო მისიის რიცხოვნება. „ერთი ბატალიონი, 600 კაციც რომ დავტოვოთ კოალიციის შემადგენლობაში, არც ერთ მოკავშირეს ენა არ მოუბრუნდება, რომ უსაყვედუროს ამისათვის საქართველოს“, - დარწმუნებულია სამხედრო მიმომხილველი.
განსხვავებული აზრისაა ამ საკითხზე როგორც საქართველოს ძველი, ისე ახალი ხელისუფლება. როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა „კოალიცია ‘ქართული ოცნება’“, ისე ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს, რომ 1600-კაციანი ძლიერი ქართული ქვედანაყოფი ავღანეთში ISAF-ის საბრძოლო ოპერაციის ბოლომდე უნდა დარჩეს და რომ ასეთი სტრატეგიული ნაბიჯი ნამდვილად სწორია. ავღანეთში მყოფი კოალიციური ძალების რიგებში საქართველო სამხედრო ქვედანაყოფის სიდიდით მეოთხე ადგილზე დგას და მხოლოდ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის სამხედრო კონტინგენტებს ჩამორჩება.
პრობლემური ქვედანაყოფი პრობლემურ პროვინციაში?
4 წლის განმავლობაში, რაც ქართული სამხედრო დანაყოფები ანტიტერორისტულ საბრძოლო ოპერაციას ასრულებენ ავღანეთში, 13 მაისის მსგავსი სისასტიკის თავდასხმა ქართველ ჯარისკაცებს არ ახსოვთ. მეამბოხეთა ხუთკაციანმა ჯგუფმა, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის
საქართველოს ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახების გვერდით დგანან...ირაკლი ალასანია
„დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ თავდასხმას შეეწირა სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. ამ ეტაპზე არსებული ფაქტობრივი მონაცემებით, გვყავს დაჭრილები და მსუბუქად დაშავებულები. საქართველოს ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახების გვერდით დგანან“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 13 მაისს, საღამოს, საგანგებო მიმართვაში.
საზოგადოების ერთი ნაწილი უკმაყოფილო დატოვა სამხედრო უწყების ხელმძღვანელის განცხადებამ. გიორგი თავდგირიძე, სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი და თადარიგის პოლკოვნიკი, ამბობს, რომ მინისტრმა „მოუმზადებელი განცხადება“ გააკეთა, მაშინ როცა საჭირო იყო საზოგადოების დეტალური ინფორმირება იმაზე, თუ როგორ მოახერხა დაცულ სამხედრო ბაზაზე სისხლისმღვრელი იერიშის განხორციელება მეამბოხეთა მცირე ჯგუფმა.
„ის, რომ ამ ხუთმა, ასე რომ ვთქვათ, თალიბანის წარმომადგენელმა თუ იქაურმა ტერორისტმა მოახერხა ასეთი მნიშვნელოვანი ზარალის მიყენება საბრძოლო ქვედანაყოფისათვის, თან მისი განთავსების ადგილზე, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელიც დაშვებულია ვიღაცის მიერ და სწორედ ეს არის გამოსაძიებელი“, - განაცხადა თავდგირიძემ 14 მაისს, რადიო თავისუფლების დილის ეთერში საუბრის დროს, და დასძინა, რომ კვლავინდებურად პრობლემაა ასევე ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების მომზადებისა და მათი მეთაურების ცოდნის დონე:
„მე რამდენიმე ხნის წინ, ძველი ხელისუფლების პირობებშიც, მუდმივად ვამახვილებდი ყურადღებას, რომ კონტინგენტის რაოდენობა კი არ არის რისკი, ან ჰელმანდის პროვინცია კი არ არის სახიფათო ადგილი, არამედ ის, რომ ჩვენი კონტინგენტის შერჩევა, მომზადება და მათი მეთაურების შერჩევა არის პრობლემური“.
„დათვური სამსახური“ საკუთარი ჯარისკაცებისათვის
ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. სამხედრო ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ქართული დანაყოფის გაორმაგება და მისი მუდმივი დისლოკაციის ადგილად ყველაზე უფრო სახიფათო ჰელმანდის პროვინციის შერჩევა ზრდის ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ალბათობას. მით უფრო, რომ არავინ არაფრისგან არის დაზღვეული და 13 მაისის მსგავს სისხლიან თავდასხმებს რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი ამერიკულ ქვედანაყოფებზე, რომლებიც ავღანეთში 2001 წლიდან იმყოფებიან და ქართველ სამხედროებზე უფრო მეტი საბრძოლო გამოცდილებაც აქვთ.
„ანალოგიური ტაქტიკით თალიბები გასულ პერიოდში უკვე დაესხნენ თავს ამერიკულ ბაზებსაც. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის ვიდეო, თავად თალიბების გადაღებული, დევს კიდეც ინტერნეტში. მასზე გამოსახულია, თუ როგორ ტვირთავენ თავდამსხმელები ჯერ სატვირთო ავტომობილს ასაფეთქებელი მოწყობილობით, შემდეგ შორიდან იღებენ, თუ როგორ შევარდება ეს მანქანა ამერიკელი სამხედროების საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, როგორ ფეთქდება საშინელი ძალით და მერე თალიბები ავტომატის სროლით როგორ შედიან ამ ბაზაზე“.
აქედან გამომდინარე, უფრო მეტი საუბარი საექსპერტო საზოგადოებაში იმაზე კი არ უნდა იყოს, თუ როგორ მოხდა საბრძოლო ვითარებაში თავდასხმა ქართულ ქვედანაყოფზე, არამედ საქართველოს ძველი ხელისუფლების
კონკრეტული თავდასხმა ქართველების წინააღმდეგ მიანიშნებს იმას, რომ უარყოფითი გაგებით იმუშავა პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდის დიდი ხნის „პიარმა“, როდესაც ისინი ყოველ ფეხის ნაბიჯზე უსვამდნენ ხაზს იმას, რომ, აი, საქართველო ავღანეთში ამდენ ხალხს გზავნის, ამხელა კონტინგენტს ამზადებს...ირაკლი ალადაშვილი