საქართველოს პარლამენტმა წელს, მაისში, შცვლილებები ეიტანა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების კანონში. მთავრობის ინიციატივით, რომელიც პარლამენტმა გაიზიარა, გამკაცრდა კანონის ზოგიერთი მუხლი. მათ შორის, ოჯახში ჩადენილი ძალადობა დამამძიმებელ გარემოებად ითვლება, შემაკავებელი ორდერი კი მოქმედებას დაწერისთანავე იწყებს და სასამართლოს გადაწყვეტილება აღარ სჭირდება. კანონის ახალი რედაქციით, კონკრეტული პასუხისმგებლობა დაეკისრა თვითმმართველ ორგანოებს, რომლებიც ვალდებულნი არიან პრევენციული ზომები მიიღონ და ძალადობის მსხვერპლნი დაიცვან. კანონში შესული ცვლილებების გამო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო კამპანია დაიწყეს.