Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამასი ვაშინგტონი


კამასი ვაშინგტონი
კამასი ვაშინგტონი

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ჯაზურმა გამოცემა "დაუნბითმა" კრიტიკოსების ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა და 62 კატეგორიაში წლის საუკეთესო მუსიკოსებისა და პროექტების ნუსხა გამოაქვეყნა. სიაში ბევრი გამოჩენილი თუ დამწყები არტისტი მოხვდა - მაგალითად, ვეტერანი რენდი უესტონი, რომელიც ჟურნალ "დიდების დარბაზის" წევრობის ღირსად მიიჩნიეს, ახალგაზრდა კანადელი ვოკალისტი კრისტინ ჯენსენი და ამერიკელი პიანისტი ვიჯაი აიერი.

კამასი ვაშინგტონი
please wait

No media source currently available

0:00 0:06:06 0:00
გადმოწერა

მუსიკალური კულტურის განვითარების საქმეში არც დევიდ ბოუის დამსახურებანი დავიწყებიათ, თუმცა ამჯერად ამერიკელ საქსოფონისტ კამასი ვაშინგტონზე მოგახსენებთ, რომელმაც სამ ნომინაციაში ივარგა: წლის საუკეთესო ალბომი, წლის არტისტი და საუკეთესო ტენორ-საქსოფონისტი.

​კამასი ვაშინგტონმა განათლება ლოს-ანჯელესში, ჰამილტონის მუსიკალურ აკადემიაში, მიიღო. ჯერ კიდევ სტუდენტმა ჩამოაყალიბა საკუთარი ბენდი, რომელსაც "ჯაზის ახალგაზრდა გიგანტები" დაარქვა. სკოლის დასრულების შემდეგ პროფესიული უნარ-ჩვევები კალიფორნიის უნივერსიტეტში გაიღრმავა. სწავლას რომ მორჩა, სესიურ მუსიკოსობას მიჰყო ხელი. ასე დაუკრა ფრედი ჰაბარდთან, ჯორჯ დიუკთან, ქუინსი ჯოუნსსა და სტენლი კლარკთან, თუმცა პოპულარობა ამ სივრცეში არ ეწერა, ამიტომ ჯაზიდან პოპსცენაზე გადაინაცვლა. ჯერ ამერიკელი რეპერის, Snoop Dogg-ის, საგასტროლო ტურნეში გამოჩნდა, ხოლო მოგვიანებით სოულის შემსრულებელ რაფაელ სადიკს გაუწია აკომპანირება. საყოველთაო აღიარება კი რეპერ კენდრიკ ლამარის პროექტში, "To Pimp a Butterfly"-ში, მონაწილეობამ მოუტანა. კრიტიკოსების უმრავლესობამ ალბომის არნახული წარმატება სწორედ კამასი ვაშინგტონის საშემსრულებლო ოსტატობას მიაწერა. ჰოდა, მანაც ჰიპ-ჰოპის ნომერ პირველი საქსოფონისტის სახელი დაიმკვიდრა. აქედან გამომდინარე, ბევრს გაუკვირდა, როცა სადებიუტო ალბომი "The Epic"-ი თავიდან ბოლომდე ჯაზი გამოდგა და მასში ჰიპ-ჰოპის ნატამალიც არ აღმოჩნდა.

"The Epic"-ი ბიგბენდების ეპოქის გაცოცხლების ორიგინალური მცდელობა გახლავთ. არტისტმა სიმებიანი ორკესტრი, გუნდი და საკუთარი ძველი ბენდი, "The Next Step"-ი, მიიწვია სრული შემადგენლობით: ვოკალისტი, ორი დრამი, ორი ბასი, სამი სასულე ინსტრუმენტი და ორი კლავიში. მასშტაბურია თავად დისკის ქრონომეტრაჟიც. ის 3 საათი გრძელდება და 17 თხზულებას აერთიანებს. მათი უმეტესობა კამასი ვაშინგტონის საკომპოზიტორო ნიჭის ნაყოფია, ხოლო 3 ნაწარმოები არტისტის არანჟირებისა და ინტერპრეტირების ოსტატობაზე მეტყველებს. ესენია ბრიტანელი კომპოზიტორის, რეი ნოუბლის, ცნობილი ჯაზური სტანდარტი "Cherokee", კლოდ დებიუსის საფორტეპიანო პიესა "მთვარის შუქი" და ამერიკელი მესაყვირის, ტერენს ბლანშარდის, მუსიკალურ-პოლიტიკური ვარიაცია მალკოლმ იქსის თემაზე, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ალბომში. The Epic"-ი ჯაზის სიყვარულით ნასაზრდოები ნამუშევარი გახლავთ, ერთგვარი აკუსტიკური მუზეუმია, სადაც ამ მუსიკალური ფენომენის განვითარების მთელი ისტორია ექსპონატებადაა წარმოდგენილი - სპირიჩუელსიდან და ბიბოპიდან მოყოლებული, ორნეტ კოუმლანისეული ფრი-ჯაზური ექსპერიმენტების ჩათვლით.

XS
SM
MD
LG