Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიღუპა „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ ერთი ქართველი წევრი


ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“, კიდევ ერთი ქართველი წევრის, ხვიჩა გობაძის, დაღუპვის ფაქტი 24 იანვარს დაადასტურეს მისი ოჯახის წევრებმა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. არსებული ინფორმაციით, გობაძე სირიაში დაიღუპა. აჭარის რეგიონის მკვიდრის, 23 წლის ხვიჩა გობაძის შესახებ საზოგადოებამ გასული წლის შემოდგომაზე შეიტყო. შარშან ნოემბერში, რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ქართულად მოსაუბრე 4 ახალგაზრდა მამაკაცი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს „ხალიფატთან“ შეერთებისკენ მოუწოდებდა, მათ სასულიერო პირებს აკრიტიკებდა დაემუქრებოდა „ურწმუნოებს“. ერთ-ერთი, ვინც ამ ჩანაწერის მიხედვით ამოიცნეს, ხვიჩა გობაძე იყო.

XS
SM
MD
LG