Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მიდიან ახალგაზრდები პანკისიდან ახლო აღმოსავლეთში საბრძოლველად?


დღეს უჩვეულო ინტერვიუს შემოგთავაზებთ. პროგრამა „ეხო კავკაზას“ რეპორტიორი ზვიად მჭედლიშვილი პანკისის ხეობის მკვიდრს ესაუბრა, რომელიც სირიაში საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას. უსაფრთხოებისთვის, რესპონდენტმა არ ისურვა ვინაობის გამჟღავნება და წარმოგვიდგა პირობითი სახელით - ალი. იგი დაგვთანხმდა ელაპარაკა პრობლემებზე, რომლებიც ამ ბოლო ხანს განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს თავს. ალი სირიაში ერთ-ერთ საბრძოლო დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა და მან ილაპარაკა იმაზე, თუ რატომ მიემგზავრებიან ახალგაზრდები პანკისიდან ახლო აღმოსავლეთში საბრძოლველად და როგორ ხვდებიან ქართველი მუსლიმები საბრძოლო მოქმედებათა ზონაში. საუბარი თბილისის ერთ-ერთ პარკში შედგა მოწმეების გარეშე.

ზვიად მჭედლიშვილი: რისთვის მიდიან ახალგაზრდები პანკისის ხეობიდან ახლო აღმოსავლეთში? რა ამოძრავებთ მათ?

ალი: პანკისის ხეობაში მუსულმანები ცხოვრობენ. არა მხოლოდ სირიაში, არამედ ნებისმიერ ადგილას მსოფლიოში, ჩეჩნეთი იქნება თუ ავღანეთი... როდესაციქ მუსულმანთა ქალებს და ბავშვებს ხოცავენ, ის საბრძოლველად უნდა წავიდეს. ისლამი ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი. როდესაც ურწმუნო, - ჩვენ მათ ასე ვუწოდებთ, - როდესაც ურწმუნო შემოდის შენს მიწაზე, თუნდაც ათი სანტიმეტრით, ეს უკვე არის ფარზი (მოვალეობა), რომ დადგე ჯიჰადის გზაზე. ამიტომაც ყველა მუსულმანი თვლის, რომ უნდა წავიდეს ჯიჰადზე. ეს არ არის ტერორიზმი. ვინც ეს არ იცის და ვისაც არ ესმის ისლამი და ჯიჰადი, ამას სხვაგვარად აღიქვამს - ვითომდა ხალხი იქ (სირიაში)ფულის გამო მიემგზავრება და ა.შ. ეს ასე არ არის. თუ ჰკითხავთ ნებისმიერ მუსულმანს, რა არის ჯიჰადი, ის გიპასუხებთ, რომ ეს უმაღლესი საფეხურია ისლამში. მუსულმანები არ იბრძვიან ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ, ისინი იბრძვიან მხოლოდ მათ წინააღმდეგ, ვინც მათზე იარაღით მოდის. ხალხს უნდა შაჰიდობა. შაჰიდი - ეს ყველაზე მაღალი საფეხურია სამოთხეში, ეს უმაღლესი მწვერვალია, რომლითაც გვასაჩუქრებს ალაჰი. ყურანი ამბობს, რომ სამოთხეში ისინი ყველაზე მაღალ საფეხურზე იქნებიან.

ზვიად მჭედლიშვილი: ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობამ არაერთი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ისინი ხელს შეუშლიან პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გადინებას. როგორ უყურებთ ჩვენი მთავრობის ამ პოზიციას?

ალი: ეს ქართული სახელმწიფოა, ეს ქრისტიანული სახელმწიფოა, თავად მათ (ხელისუფლებამ) უნდა დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია... მაგრამ ვისაც უნდა წასვლა, მას ვერავინ გააჩერებს. თუ ჩაკეტავენ საზღვრებს, ის მაინც ნახავს გასასვლელს. მაგრამ სახელმწიფომ, როგორც სახელმწიფომ, უნდა მიიღოს ზომები, რომ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, როგორც ამას ითხოვს კონსტიტუცია. ეს ხომ ისლამური სახელმწიფო არ არის, რომ თავად გაგზავნონ ხალხი ჯიჰადზე. ჩვენ არ ვარღვევთ კონსტიტუციას, მაგრამ თუ ვარღვევთ, არ არის პრობლემა, მათ ამისთვის უნდა დაგვიჭირონ და გაგვასამართლონ. ჩვენ ეს ვიცით. სპეცსამსახურები კონკრეტულად ამ მიმართულებით მუშაობენ, მათ აქვთ საკუთარი გეგმები და ჩანს, როგორც მოქმედებენ. ზოგს არ უშვებენ, ზოგსაც იჭერენ (საზღვარზე). მათ იციან, ვინ გადის და ვინ შემოდის, ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ... თუ არ არის სერიოზული მიზეზები, მათ არ უნდა შექმნან პრობლემები, ვინაიდან ეს უკვე ჩარჩოებს სცდება. მაგრამ თუ მათ იციან, რომ ეს ადამიანი დანამდვილებით სირიაში მიემგზავრება, რა თქმა უნდა, მას დააკავებენ და შესაძლოა გაასამართლონ კიდეც.

ზვიად მჭედლიშვილი: როგორია ადამიანების გაგზავნის პროცესი სირიაში? ვთქვათ, ახალგაზრდამ გადაწყვიტა, რომ სურსწასვლა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. როგორ ხდება ეს? რას აკეთებს ის, სად მიდის, ვის მიმართავს? რა გზებით ჩადის სირიამდე?

ალი: არ არის ისე, თითქოს შენ ვალდებული ხარ სირიაში წახვიდე. თავად პიროვნება იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო როცა ის უკვე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, თურქეთამდე ჩასვლას მაინც მოახერხებს, ეს 50 დოლარი ღირს და კაციშოვნას მოახერხებს. მაგრამ აქ ყველა არ ენდობა ერთმანეთს. მე თუ მომინდება სირიაში გამგზავრება, ჩემთვის სანდო პირს შესაძლოა ვთხოვო 50 დოლარი ვითომ რამის შესაძენად. არავინ აღიარებს, რომ სირიაში მიემგზავრება. როცა ისინი თურქეთში ჩადიან, იქიდან უკვე უპრობლემოდ შეუძლიათ სირიაში მოხვედრა. გზის მოძებნა იქ უკვე აღარ არის პრობლემა. არ არის ისე, რომ არსებობდეს ვინმე პიროვნება, ვინც ორგანიზებას გაუკეთებდა შეხვედრას, გამგზავრებას ან მისცემდა ფულს. ჩვენ კავკასიური მენტალიტეტი გვაქვს. თუ ვინმემ ვინმე გაგზავნა იქ, სადაც მას მოკლავენ და ის გახდება შაჰიდი, ამ შემთხვევაში გარდაცვლილის ნათესავებს შეუძლიათ მივიდნენ იმ ადამიანთან და უთხრან, რომ მოკლულის სისხლი მასზეა და მათ ის უნდა მოკლან...

ზვიად მჭედლიშვილი: სისხლის აღება?

ალი: კი, სისხლის აღება. ამიტომაც არავის სურს ფულის მიცემა და გაგზავნა. ასე ვთქვათ, არავის სურს, რომ ის ან მისი ნათესავი 50 დოლარის გამო მოკლან.

ზვიად მჭედლიშვილი: თუ, მაგალითად, ახალგაზრდა გადაწყვეტს სირიაში გამგზავრებას და ვინმეს სთხოვს დახმარებას - მაგალითად, ეტყვის, დამეხმარეთ აქედან გაღწევაშიო, ამ შემთხვევაში შეუძლიათ პანკისში დახმარება?

ალი: არის ასეთი შემთხვევებიც, როდესაც მისულან და უთხოვიათ დახმარება. ამ შემთხვევაში ეკითხებიან, თანახმა არიან თუ არა მათი ნათესავები, თუ არა, მაშინ უარს ეუბნებიან. შესაძლოა მან მხოლოდ ფულადი დახმარება ითხოვოს. ამ შემთხვევაში შესაძლოა ასესხონ. მაგრამ პირდაპირი მიზნით, რომ სირიაში გაემზგავროს, ფულს არავინ მისცემს. როგორც უკვე აღვნიშნე, სისხლით მტრობა არავის სურს.

ზვიად მჭედლიშვილი: გვიამბეთ თქვენ შესახებ. იღებდით მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში სირიის ტერიტორიაზე?

ალი: კი, ვიყავი სირიაში. მე, ასე ვთქვათ, ვხელმძღვანელობდი ერთ-ერთ ჯგუფს. ვეხმარებოდი როგორც ექიმი. როცა მოქმედებდა ჯგუფი, დაჭრილები გამომყავდა. არ მიჭირს იმის აღიარება, რომ ბევრ ბრძოლაში ვმონაწილეობდი სხვადასხვა ადგილას. ეს არ არის პრობლემა, ვინაიდან მე ასევე ვიცავ ჩემს სამშობლოს, საქართველოს, რადგან ჩვენ აქაც (საქართველოშიც) ვმონაწილეობდით საბრძოლო მოქმედებებში. ჩემთვის პრობლემა არ არის სირიაში წასვლა და ისლამის დაცვა. თუ სახელმწიფო ამის ნებას არ მომცემს, მე მაინც მოვძებნი სირიაში წასასვლელ გზას. მთავარია, მქონდეს ამის სურვილი.

ზვიად მჭედლიშვილი: თქვენ აღნიშნეთ, რომ ჯგუფს ხელმძღვანელობდით. საბრძოლო ჯგუფი იგულისხმეთ?

ალი: საბრძოლო ჯგუფი. ეს საბრძოლო ჯგუფია. ახლა ისინი იქ იმყოფებიან... ისინი დღესაც მოქმედებენ. ეს ისეთი ჯგუფი არ არის, როგორსაც ჩვეულებრივ აჩვენებენ, ისინი უდანაშაულოებს იცავენ. ისე არ არის, როგორც ტელევიზიით გადმოსცემენ... თუმცა იქ არის დაჯგუფებები, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ მათ იქ შარიათის სასამართლო აქვთ და ისინი ამის მიხედვით იქცევიან. პანკისის ხეობის წარმომადგენლები არ ვმონაწილეობთ დასჯასა და მკვლელობებში. ამას თავად არაბები წყვეტენ, ისინი მოქმედებენ იქ ამ მიმართულებით. ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამდაგვარში. ჩვენ მათ ვეხმარებით, რითიც შეგვიძლია, ვიღებთ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. თავად არაბები წყვეტენ როგორ მოექცნენ ტყვეებს, ჩვენ კი ის ხალხი ვართ, ვინც დღეს ჩავედით და ხვალ უკან უნდა დავბრუნდეთ. ჩვენ ამაში არ ვმონაწილეობთ, რომ მერე ჩვენზე თითი არ გამოიშვირონ და არ თქვან, აი, მკვლელები და ტერორისტებიო.

ზვიად მჭედლიშვილი: არის შემთხვევები, როდესაც მოხალისე გაემგზავრა სირიაში, მაგრამ შემდგომ რაღაც მიზეზების გამო დაბრუნდა? ან იმედი გაუცრუვდა, ან რამე არ მოეწონა, ან გადაიფიქრა, ან სხვა რამე მიზეზები, რამაც აიძულა უკან დაბრუნება? არიან ისეთები, ვინც ბრუნდება?

ალი: მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც დაბრუნდა. ბევრნი არიან, ვინც დაბრუნდა. მოეწონა-არ მოეწონა, იქ ასე არ არის. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ისინი ბრუნდებიან, არის ოჯახში პრობლემები ან რამე საქმე. ვისაც დაბრუნება სურს, მას ეს უპრობლემოდ შეუძლია. მსმენია,თითქოს იქ მათ პასპორტებს ართმევენ. ასეც არის, მაგრამ ისინი თავისი ნებით აძლევენ პასპორტებს სანდო ადგილას შესანახად. როცა ვინმეს უკან დაბრუნება სურს, მას უბრუნებენ პასპორტს და სახლში ბრუნდება. შეძლებისდაგვარად, მას აძლევენ 200-300, მაქსიმუმ 500 დოლარს იმისთვის, რომ სამშობლოში დაბრუნდეს. ფულით იქ არ აჯილდოებენ. არც ისეა, რომდააკავონ ან არ გამოუშვან. ის თავისი ნებით ჩავიდა და თავისივე ნებით შეუძლია უკან დაბრუნდეს.

ზვიად მჭედლიშვილი: როგორ მიმდინარეობს თავად მოხალისეთა რიგებში გაწევრიანებისპროცედურა? ვთქვათ, ადამიანი ჩავიდა თურქეთში, შემდგომ, როგორც მესმის, გადაჰყავთ სირიის ტერიტორიაზე, შესაძლოა, გამცილებლის საშუალებით. შემდგომ რა ხდება? ვინ აძლევს მას იარაღს? როგორია მთელი ეს პროცედურა?

ალი: როცა საზღვრამდე მივა (თურქეთ-სირიის), იქ თავად სირიელები მუშაობენ, 10-20 დოლარად გადაყავხარ. მათ იქ საკუთარი არხები აქვთ. როცა უკვე მიხვალთ საბრძოლო მოქმედებების ზონაში, იქ უკვე ერთი თვეა საჭირო, სანამ მას გაუშვებენ ბრძოლის ველზე. ეს ისე არ არის, რომ დღეს ჩახვედი და ხვალ უკვე ავტომატით მიდიხარ საბრძოლველად. იქ გადიან სწავლებას, არის რაღაც პროცედურები... ვინც ჩადის, ყველა არ იბრძვის. ზოგს აქვს განათლება, ზოგმა საექიმო საქმე იცის, ზოგმა ტრანსპორტის ტარება. უმეტესობას ბრძოლაში მონაწილეობა სურს, მაგრამ ყველას არ რთავენ ნებას.საბრძოლველად, პირველ რიგში, ისინი მიდიან, ვისაც გამოცდილება აქვს და კარგი ფიზიკური მონაცემები.

ზვიად მჭედლიშვილი: ადრე თუ გვიან ახლო აღმოსავლეთში ომი დასრულდება. როგორ ფიქრობთ, დაბრუნდებიან ამის შემდეგ სამშობლოში საქართველოდან წასული მოხალისეები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში იღებენ მონაწილეობას?

ალი: რა თქმა უნდა. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეუქმნის მათ პრობლემებს, ისინი დაბრუნდებიან, იმიტომ რომ ეს მათი სამშობლოა, ისინი აქ დაიბადნენ და აქ ცხოვრობდნენ. თუ ომი დასრულდება და მათ სირიაში ცხოვრების საშუალებას მისცემენ, ისინი იქაც უპრობლემოდ დარჩებიან. ხოლო თუ, როგორც 2008-ში, რუსეთი თავს დაესხმება საქართველოს, ამ შემთხვევაში, ინშალაჰ, მე ვფიქრობ, ყველა, ვინც ახლა იმყოფება სირიაში ან სხვა ადგილას, დაბრუნდება, რომ დაიცვას თავისი სამშობლო. მე თვითონ ასე მოვიქცეოდი.

XS
SM
MD
LG