საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია აცხადებს, რომ საქართევლოში ჰოსპიტალური სექტორის მონოპოლიზება მიმდინარეობს. ამ საკითხის თაობაზე თბილისის სტუდიაში ასოციაციის გამგეობის წევრმა მერაბ ჯანიაშვილმა ისაუბრა. როგორც ის ამბობს, ხელისუფლებამ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებაში სადაზღვევო კომპანიები რეგიონების მიხედვით მონოპოლისტებად ჩამოაყალიბა: ”მოქალაქეს, რომელიც სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით სარგებლობს, სადაზღვევო კომპანიის არჩევანის თავისუფლება შეზღუდული აქვს და ის იძულებულია, იმ კომპანიის მომსახურებით ისარგებლოს, რომელიც მისი საცხოვრებლის მიხედვით სახელმწიფომ განუსაზღვრა”, - ამბობს მერაბ ჯანიაშვილი. მისი თქმით, ახალი საავადმყოფოების მშენებლობის შედეგად, მსგავსი ტიპის სახელმწიფო დაწესებულებები იხურება, რამაც დასაქმების არა გაზრდა, არამედ შემცირება გამოიწვია. გარდა ამისა, მისი მტკიცებით, კონკურენციის არარსებობის პირობებში ახალაშენებულ საავადმყოფოებში მომსახურების დონე დაბალია.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1