რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე. მან ისაუბრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კვლევაზე, რომელიც მისმა ორგანიზაციამ ჩაატარა და თქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ასეთი ორგანიზაციების როლი საქართველოს ეკონომიკაში. ჭიჭინაძემ ასევე აღნიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთები ქართულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში რვაჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1