დღეს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მედიაპროექტების მენეჯერი ნინო რობაქიძე. იგი საუბრობს თემაზე: „ახალი სატელევიზიო სეზონის გამოწვევები“. ორშაბათობით სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გამოგზავნის ნომერზე 15-10, ან მოგვწერს რადიოს ვებსაიტზე: www.radiotavisupleba.ge