ტელეკომპანია ”იმედს” ამიერიდან ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი დააფინასებს და თავად განსაზღვრავს არხის პოლიტიკას, - ეს განცხადება 17 ოქტომბერს ტელევიზიაში მისვლის შემდგომ გააკეთა ბადრი პატარკაციშვილის მეუღლემ, ინა გუდავაძემ. რამდენიმეწლიანი პაუზის და ხანგრძლივი სამართლებრივი დავის შემდეგ, არა სასამართლოს გზით, არამედ ტელევიზიის ამჟამინდელ მფლობელებსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის შეთანხმების შედეგად, ”იმედი” კვლავაც მისი ძველი მფლობელისა და დამფუძნებელი ოჯახის ხელშია. ”იმედი” ცვლილებების მოლოდინშია.
17 ოქტომბერს ტელეკომპანია ”იმედიდან” გამოსულმა ბადრი პატარკაციშვილის მეუღლემ, ინა გუდავაძემ, და დამ, მზია თოთლაძემ, განაცხადეს, რომ ”იმედში” დღეიდან ბევრი რამ შეიცვლება, თუმცა პატარკაციშვილის ოჯახის უპირველესი ამოცანა ტელეკომპანიისათვის ობიექტურის სახელის დაბრუნება იქნება:
”რა თქმა უნდა, საკადრო პოლიტიკა შეიცვლება. ჩვენ არ ვდგავართ არც ვინმეს წინ, არც უკან. ჩვენ ვართ ოჯახი, რომელსაც სურს ”იმედი” იყოს ისეთივე ობიექტური ტელევიზია, როგორიც ის იყო ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლეში.”
მზია თოთლაძის ამ სიტყვებს ეთანხმება ინა გუდავაძეც, რომელიც მედიისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდებამდე ცოტა დროს ითხოვს, რადგან, მისი სიტყვებით, ”იმედი” პატარკაციშვილების ოჯახს მოულოდნელად მოკლე დროში დაუბრუნდა და ჯერ კიდევ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი. თუმცა უკვე ნათელია, რომ ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება:
”ჩვენთვის ჟურნალისტური ეთიკის საკითხი არ არის მხოლოდ სიტყვები, შევეცდებით ვიყოთ ობიექტურები - კეთილი განწყობით, მაგრამ ძალიან სერიოზულები. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ის ხალხი, ვინც გრძნობს, რომ არ იქცეოდა სწორად, ალბათ, თავად მიხვდება... დანარჩენ დეტალებზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ. ცოტა დრო მოგვეცით, დღევანდელი დღე ჩვენი ოჯახისათვის ძალიან ემოციურია.”
”ჩვენ რევანშისთვის ამ ტელევიზიაში არ მოვსულვართ, ჩვენ მოვედით ბალანსისა და ობიექტურობისთვის. თუკი ვინმე გრძნობს, რომ "იმედში" არ უნდა დარჩეს, იქნებ ჯობდეს, სანამ ჩვენ გავუშვებთ, თვითონვე წავიდეს", - აღნიშნა ბადრი პატარკაციშვილის დამ, ნანა პატარკაციშვილმაც.
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ოფიციალური განცხადება ტელეკომპანია "იმედის" დაბრუნების შესახებ 16 ოქტომბერს გაავრცელა. მასში ეწერა, რომ ტელევიზიის ამჟამინდელ მფლობელებსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის ტელეკომპანიის გადაცემის საკითხზე შეთანხმება შედგა:
"ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას. ჩვენც, მთელ საქართველოსთან ერთად, იმედით ვუყურებთ ხვალინდელ დღეს. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მოხარულია იმით, რომ მან მიაღწია შეთანხმებას ტელეკომპანია "იმედის" დღევანდელ მფლობელებთან ტელეკომპანიის ოჯახისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. "იმედის" ოჯახისთვის გადმოცემის პროცესი დაიწყო და ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ "იმედი" იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური ტელეკომპანია."
ცნობილია ისიც, რომ პოსტი დატოვა არხის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ, რომელიც ხელმძღვანელობდა ტელერადიო კომპანია "იმედის" 100%-იანი წილის მფლობელ შპს "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს”.
პატარკაციშვილის ოჯახისთვის ტელეკომპანია "იმედის" გადაბარების პროცესში ”იმედის” ყოფილი ფინანსური დირექტორი დავით შონია ჩაერთო. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" შონიამ განუცხადა, ამ ეტაპზე მხოლოდ ტელევიზიის გადაბარება იწყება. მისივე თქმით, პატარკაციშვილების ოჯახისთვის "იმედის" დაბრუნების პროცესში იგი ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული კუთხით იქნება ჩართული.
ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ახლა, როცა ტელეკომპანია ოჯახს დაუბრუნდა, უნდა შესრულდეს ის, რასაც პატარკაციშვილი სიცოცხლეში ამბობდა და რაც მის ანდერძშიც ეწერა, რომ ”იმედი” ეკუთვნოდა ხალხს და რომ ”იმედი” არ იყიდებოდა.
ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილი ჟურნალისტის, მერაბ მეტრეველისათვის საინტერესოა, თუ რა პირობებით გადასცა ხელისუფლებამ ტელევიზია პატარკაციშვილის ოჯახს, რაც, მეტრევლის აზრით, მალე გამოჩნდება თავად ”იმედის” ეკრანიდან:
”ჩემთვის ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ყოველგვარი პირობის გარეშე მისცეს მათ ეს არხი. არ ვიცი... სულ მინიმუმ იმას მაინც ეტყოდნენ, რომ ივანიშვილს არ მიჰყიდონ. ჩემთვის ეს პირობებია დღეს საინტერესო. ფაქტია, რომ პატარკაციშვილის ოჯახმა ბოლო დროს ხელისუფლებასთან გამონახა საერთო ენა, მათ დაუბრუნეს მთაწმინდის პარკი, ცირკი.. ”იმედი” რჩებოდა ერთადერთი, რასაც არ თმობდნენ. ამიტომ, ვნახოთ. ეს, ალბათ, ეკრანიდანაც გამოჩნდება.”
”იმედის” კუთვნილი მფლობელისათვის დაბრუნების ფაქტს გამოეხმაურა გიორგი თარგამაძეც, რომელიც მაშინდელი ”იმედის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დირექტორი იყო. მან მომხდარს ამბის ლოგიკური დასასრული უწოდა და თქვა, რომ სიმართლის გარკვევას დიდი დრო დასჭირდა.
გია ხუხაშვილი დღეს იხსენებს, მიუხედავად ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლისა, როგორ დაათმობინეს პატარკაციშვილის ოჯახს კუთვნილი „ტელეიმედი”:
”გახსოვთ, ალბათ, თვითმარქვია ჯოზეფ ქეის მოქმედებები, როგორ მოხდა ძალისმიერი მეთოდებით ნომინალური მფლობელის, გოგი ჯაოშვილისგან ტელევიზიის მფლობელობის გადაფორმება და ეს იყო საკმაოდ დრამატული პროცესი, რასაც შეეწირა ბადრი. ოჯახი იბრძოდა დიდხანს, მაგრამ ბოლოს, ტოტალური უიმედობის პერიოდში, მათ რაღაც ტიპის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.”
”იმედის” კიდევ ერთი ყოფილი ჟურნალისტი, თეა სიჭინავა, რომელმაც იმ პერიოდის ”იმედში”, ახალი მფლობელის მისვლის შემდეგ, კიდევ 8 თვე იმუშავა, დღეს იხსენებს, როგორ შეიცვალა ”იმედის” პოლიტიკა, რის მერეც ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა ტელევიზია დატოვა:
”ყველაზე მძაფრი იყო ის მომენტი, რის მერეც ჩვენ ტელევიზიიდან წამოვედით. ეს იყო 2009 წლის გაზაფხული, როცა საპროტესტო აქციები იწყებოდა. მაშინ ჩვენ არ გვქონდა იმის განცდა, რომ ”იმედის” ე.წ. ახალი ხელმძღვანელობა დაუშვებდა იმას, რომ ყველაფერი გაშუქებულიყო ობიექტურად. ამის სიმპტომი იყო პატრიარქის სიტყვიდან ერთი ნაწილის ამოჭრა, სადაც ის ჯარს მოუწოდებდა, რომ ქართველმა ქართველის წინააღმდეგ ხელი არ უნდა აღმართოს.”
თეა სიჭინავა ამბობს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც ის ”იმედში” აღარ მუშაობს, ყოველდღე ელოდა ამ დღეს, როცა ვიღაც იტყოდა, რომ სამართლიანობა აღდგა და ”იმედი” პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა.

"იმედის" ოჯახისთვის გადმოცემის პროცესი დაიწყო და ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ "იმედი" იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური ტელეკომპანია...ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ოფიციალური განცხადება
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ოფიციალური განცხადება ტელეკომპანია "იმედის" დაბრუნების შესახებ 16 ოქტომბერს გაავრცელა. მასში ეწერა, რომ ტელევიზიის ამჟამინდელ მფლობელებსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის ტელეკომპანიის გადაცემის საკითხზე შეთანხმება შედგა:
"ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას. ჩვენც, მთელ საქართველოსთან ერთად, იმედით ვუყურებთ ხვალინდელ დღეს. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მოხარულია იმით, რომ მან მიაღწია შეთანხმებას ტელეკომპანია "იმედის" დღევანდელ მფლობელებთან ტელეკომპანიის ოჯახისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. "იმედის" ოჯახისთვის გადმოცემის პროცესი დაიწყო და ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ "იმედი" იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური ტელეკომპანია."
ცნობილია ისიც, რომ პოსტი დატოვა არხის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ, რომელიც ხელმძღვანელობდა ტელერადიო კომპანია "იმედის" 100%-იანი წილის მფლობელ შპს "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს”.
პატარკაციშვილის ოჯახისთვის ტელეკომპანია "იმედის" გადაბარების პროცესში ”იმედის” ყოფილი ფინანსური დირექტორი დავით შონია ჩაერთო. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" შონიამ განუცხადა, ამ ეტაპზე მხოლოდ ტელევიზიის გადაბარება იწყება. მისივე თქმით, პატარკაციშვილების ოჯახისთვის "იმედის" დაბრუნების პროცესში იგი ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული კუთხით იქნება ჩართული.
ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ახლა, როცა ტელეკომპანია ოჯახს დაუბრუნდა, უნდა შესრულდეს ის, რასაც პატარკაციშვილი სიცოცხლეში ამბობდა და რაც მის ანდერძშიც ეწერა, რომ ”იმედი” ეკუთვნოდა ხალხს და რომ ”იმედი” არ იყიდებოდა.
ჩემთვის ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ყოველგვარი პირობის გარეშე მისცეს მათ ეს არხი. არ ვიცი... სულ მინიმუმ იმას მაინც ეტყოდნენ, რომ ივანიშვილს არ მიჰყიდონ. ჩემთვის ეს პირობებია დღეს საინტერესო...მერაბ მეტრეველი