განმარტება ამის თაობაზე კომისიის თავმჯდომარემ გიორგი არველაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. საქმე ისაა, რომ 26 მარტს „იმედის“ მაუწყებლობის შეწყვეტიდან ზუსტად სამი თვე შესრულდა, რაც, კანონის თანახმად, მარეგულირებელ კომისიას უფლებას აძლევს ტელეკომპანიას მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმოს. როგორც ირკვევა, კანონის ნორმის მიუხედავად, კომისიაში ამ საკითხის განხილვა არც კი იგეგმებოდა. ტელეკომპანია „იმედი“ ეთერს სრული ფორმატით, სავარაუდოდ, 10 აპრილს დაუბრუნდება.
ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობის განახლების შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ ეთერში, ექსპერიმენტული სახით, დაახლოებით პირველი აპრილისთვის გავა, სრული ფორმატით კი - 10 აპრილს. ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედის“ სამაუწყებლო სივრცეში დაბრუნების შესახებ ამჯერადაც დაძაბულ და ბუნდოვან ფონზე ვრცელდება. ერთი მხრივ, ცნობილი ხდება, რომ ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა ჯოზეფ კეიმ ამერიკული ”ნიუსკორპი” ტელეკომპანიის მმართველობას ჩამოაცილა, მეორე მხრივ კი, დასტურდება ისიც, რომ ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე ჯოზეფ კეის წინააღმდეგ ტელეკომპანიის მფლობელობაზე ბრძოლას სასამართლოს დახმარებით შეეცდება.
[ჯოზეფ კეის ხმა]“ იმაუწყებლებს იმედი ზუსტად ისე, როგორც მაუწყებლობდა მანამდე, სანამ ბადრი პატარკაციშვილი ჩაერთვებოდა პოლიტიკაში. იმის შესახებ, თუ ”ნიუსკორპი” რატომ აღარ იქნება მმართველი, მე გავაკეთებ კომენტარს, ალბათ, ცოტა მოგვიანებით. მაგრამ, უბრალოდ რომ ვთქვათ, ალბათ, იმიტომ რომ ”ნიუსკორპი” არის ბატონი ბერეზოვსკი და ბერეზოვსკის საქართველოში ადგილი არა აქვს. ეს ტელეარხი არ იქნება არც ოპოზიციური და არც პოზიციური. ეს არის ტელეარხი, რომელმაც უნდა იმაუწყებლოს ზუსტად იმ ფორმატში, რასაც ჰქვია სიტყვის თავისუფლება.“
განაცხადა ტელეკომპანია ”იმედის” ახალმა მფლობელმა ჯოზეფ კეიმ ჟურნალისტებსა და არხის გენერალურ დირექტორ ბიძინა ბარათაშვილთან შეხვედრის შემდეგ. ”ნიუსკორპი” ჯოზეფ კეის გადაწყვეტილების გასაჩივრებასა და მართვის უფლების სასამართლოს გზით აღდგენას არ გამორიცხავს. გავრცელებული ინფორმაციით, ”ნიუსკორპის” წარმომადგენელი ლუის რობერტსონი 27 მარტს ”ნიუსკორპის” ხელმძღვანელობასთან შესახვედრად სტამბულში მიემგზავრება. „იმედის“ საკუთრებასა და მმართველობის უფლებასთან დაკავშირებული სადავო დოკუმენტები კი, მათი ექსპერტიზისა და შესწავლის მიზნით, უკვე გაიგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
[გიორგი არველაძის ხმა]“ ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე გაირკვეს ტელევიზიის საკუთრებასთან არსებული საკითხები და ტელეკომპანიამ შეუფერხებლად დაიწყოს მაუწყებლობა.“(სტილი დაცულია)
განაცხადა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ გიორგი არველაძემ, რომლის განმარტებითაც, კომისიას, ლიცენზიის შენარჩუნების თხოვნით, წერილობით მიმართა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა. წერილის თანახმად, ტელევიზია მაუწყებლობას ქონებრივი საკითხების გარკვევისთანავე აპირებდა. ამ ეტაპზე კი ბიძინა ბარათაშვილმა ახალ მფლობელს ტექნიკური სახის პრობლემების მოგვარებისთვისაც მიმართა.
[ბიძინა ბარათაშვილის ხმა]“ ჩვენ ძალიან ბევრი დავალიანება გვაქვს გადამცემებისაც, უამრავი ორგანიზაციის. მთელი ეს ჩამონათვალი მე დღეს გადავეცი დირექტორატის ახალ თავმჯდომარეს, რომელმაც აღგვითქვა, რომ იგი იზრუნებს მთელი ამ დავალიანებების უახლოეს დღეებში დაფარვაზე.“
რად უღირს ბიზნესმენს წაგებაზე მყოფი ორგანიზაციის მფლობელობა? კითხვა, რომელიც თავის დროზე ”ნიუსკორპთან” დაკავშირებით გაჩნდა, აქტუალურია ახლაც. ამ კითხვაზე შემდეგი პასუხი აქვს ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილს:
[გია ხუხაშვილის ხმა]“ ხელისუფლების კომენტარებიდანაც ჩვენ გვესმოდა, რომ 20 მილიონი მინუსშია ტელევიზია და რად უღირს ბიზნესმენ პატარკაციშვილსო ტელევიზიის შენახვაო და ერთ–ერთი კომპრომატი, პრინციპში, ხელისუფლების მხრიდან ესეც იყო. პირდაპირ ვთქვათ, რა, ვინ არის ჯოზეფ კეი. ჯოზეფ კეი არავინ არ არის, ეს არის ადამიანი, რომელიც წინ აიფარა ვიღაცამ. ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ჩარევის გარეშე ასეთი საკითხები ასე არ წყდება.“(სტილი დაცულია)
შენიშნავს გია ხუხაშვილი. თავად ჯოზეფ კეი კი ამბობს, რომ არ აპირებს არც საკადრო ცვლილებების განხორციელებას და არც ”იმედის” სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. მისი განმარტებით, ”ტელეიმედი” სწორედ ისეთი არხი იქნება, როგორიც საზოგადოებას სურს.