უნგრეთის პოლიცია აცხადებს, რომ ცხრა სირიელი და შვიდი ავღანელი მიგრანტი დააკავა სერბიის საზღვართან აღმართული კედლის გავლით უნგრეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლისათვის. ამ განცხადების ფონია უნგრეთში 15 სექტემბერს ამოქმედებული ახალი კანონები მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად. ერთ-ერთი ახალი ზომით, სერბიასთან უნგრეთის საზღვარზე აღმართული კედლის დაზიანება ცხადდება სისხლის სამართლის დანაშაულად, რომელიც პატიმრობით, ან დეპორტაციით ისჯება. უნგრეთში ამ, ახალი კანონების ამოქმედებამდე, ევროკავშირმა ვერ მიაღწია ერთსულოვნებას გეგმაზე იტლიაში, საბერძნეთსა და უნგრეთში მყოფი 120 ათასამდე ლტოლვილის განაწილებაზე. ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი არიან ქვეყნებს შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მიგრანტების გასანაწილებელი კვოტების შემოღებას.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1