საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტებისა და მაგისტრების ერთი ნაწილი აპირებს გააქტიურდეს და საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები შესთავაზოს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რამაც უცხოეთში მყოფი ქართველი კურსდამთავრებულების გლობალურ გაერთიანებას ჩაუყარა საფუძველი. ასეთი სახელწოდების მქონე ორგანიზაციის პრეზენტაცია 15 მარტს პრაღაში გაიმართა. მომხსენებლებმა, როგორც ამბობენ, ევროპულ სტილში, - საქმიანი, ლაკონიური და მოკლე გამოსვლებით, - ნახევარ საათში დაასრულეს პრეზენტაცია, თუმცა მიზანი, რომელიც მათ დაისახეს, საკმაოდ დიდ დროსა და შრომას მოითხოვს.
როგორც ორგანიზაციის („გლობალური გაერთიანება - ქართველი კურსდამთავრებულები ახალი ინიციატივით“) მმართველი საბჭოს წევრმა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარლოსის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ფინანსების ფაკულტეტის დოქტორანტმა ნიკოლოზ კუდაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ორგანიზაციის მთავარი მიზანია დაამყაროს კონტაქტი მსოფლიოს წამყვან სასწავლო დაწესებულებებში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებთან, შექმნას მონაცემთა ბაზა და კონკრეტული პროგრამებით დაეხმაროს საქართველოს, როგორც ევროპული სახელმწიფოს, ჩამოყალიბების პროცესს:
„ჩვენ უნდა შევთავაზოთ საქართველოს ხელისუფლებას საკონსულტაციო ორგანიზაციები ევროპაში. ეს ორგანიზაციები შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო სექტორი, ასევე კერძო კომპანია, რომლებიც გადაამზადებენ ქართველ სპეციალისტებს იმისათვის, რომ შემდგომში დახმარება გაუწიონ მიწაზე მომუშავე გლეხებს და ფერმერებს, რომლებიც სხვა აქტივობებს ახდენენ. სხვა მხრივ, საკანონმდებლო სფეროს ინიციატივებს რაც შეეხება, ჩვენ გვქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან. პარლამენტის წევრები დაინტერესებულნი არიან მიიღონ კვალიფიციური დახმარება და ის ცოდნა, რომელიც ჩვენს შემთხვევაში ეკონომიკის მიმართულებით არსებობს, მოხმარდეს საკანონმდებლო ბაზის მოდერნიზაციას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც მოლაპარაკებები გვაქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზების ლიბერალიზების კუთხით“.
მაგრამ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზებამდე საქართველოს საკმაო მანძილი აშორებს. ევროპის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველ ქართველ სტუდენტებს კი მანამდე წინ კვლავაც ბევრი ბიუროკრატიული ბარიერი ეღობებათ. ხშირ შემთხვევაში სტუდენტებს ხელი არ მიუწვდებათ სანდო წყაროებზე შესაბამისი პროფილის სასწავლებლის მოსაძებნად, მათ სჭირდებათ დახმარება აპლიკაციების შედგენაში, სტუდენტური ვიზებისა თუ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში. ამ მიზნით პრაღაში დაფუძნებული ქართველ კურსდამთავრებულთა გლობალური გაერთიანება ქმნის პროექტს „შენი განათლების გზამკვლევი“, - ამბობს სოფიო ხოზრევანიძე, კარლოსის უნივერსიტეტის დოქტორანტი.
„ანუ ეს იდეა იქიდან წამოვიდა, რომ ჩვენთვისაც პრობლემა იყო, რომ წამოვსულიყავით აქ, მიგვეღო ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ჩავაბაროთ, რა საბუთები უნდა გავგზავნოთ. თუნდაც ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზების აღებაზე იმდენი პრობლემა გვქონდა, რომ გვინდა მივაწოდოთ ქართველ სტუდენტებს ინფორმაციები უნივერსიტეტების შესახებ და იმაზე, თუ როგორ მოიძიონ სტიპენდიები. და ჩვენ ამ გამოცდილებას პირადად გავუზიარებთ როგორც ფორუმით, ისე საჯარო შეხვედრებით. როდესაც ჩავალთ საქართველოში, უშუალოდ უნივერსიტეტებში მივაწოდებთ ინფორმაციას, თუ როგორ მოვხვდი დოქტორანტურაში და როგორ გავიარე ეს საფეხურები“.
ამ და სხვა პრობლემების გადასაჭრელად ქართველ კურსდამთავრებულთა გლობალური გაერთიანება მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს როგორც საქართველოს პარლამენტთან, ასევე დიასპორის საკითხების სამინისტროსთან. თანაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამისთვის უცხოეთში მცხოვრები ქართველი კურსდამთავრებულები და დოქტორანტები საქართველოს ხელისუფლებისგან არაფერს ითხოვენ. ყველაფერს საკუთარი ინიციატივითა და მონდომებით აკეთებენ. კარლოსის უნივერსიტეტის დოქტორანტის თამთა ბახტაძის თქმით, ასე საკუთარი შესაძლებლობით თარგმნა ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც მალე ქართველი სტუდენტები გაეცნობიან:
„ბრემენის უნივერსიტეტის სოციალური ფაკულტეტის მაგისტრანტმა შალვა თევდორაძემ თარგმნა ორი ნაშრომი, რომლებიც გამოქვეყნებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესაში და ნორვეგიაში. ამ ნაშრომებით თვითონ სწავლობდა ის გერმანიაში, თვითონ მუშაობდა ამ ნაშრომებზე და, შესაბამისად, მისი ინიციატივით და ამ პროექტის ფარგლებში მოხერხდა ამ ნაშრომების თარგმნა. და საინტერესო ისაა, რომ უკვე შეთანხმებულია, რომ მომავალი სემესტრიდან ეს ნაშრომები დაინერგება საქართველოს ტექნიკურ საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის სასწავლო პროგრამაში“.
რაკი სიტყვამ მოიტანა, გეტყვით, რომ ქართველ კურსდამთავრებულთა გლობალური გაერთიანების მმართველ საბჭოში, ჩეხეთის კარლოსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გარდა, ასევე შედიან ლესტერის, სტენფორდის, ჯონ ჰოპკინსის, ნიუ-იორკისა და ბრემენის უნივერსიტეტების მაგისტრანტები და დოქტორანტები. ქართველი ინტელექტუალების ასეთ გაერთიანებასთან ურთიერთობა კი ვის არ მოხიბლავს? ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ქართველ კურსდამთავრებულთა გლობალურ გაერთიანებასთან თანამშრომლობის სურვილი დაუყოვნებლივ გამოთქვა ჩეხეთში არსებულმა ქართველ სტუდენტთა გაერთიანებამ, რომელმაც, როგორც სტუდენტური გაერთიანების ხელმძღვანელი ლაშა ნავერიანი ამბობს, უფროს კოლეგებს 24 მარტს ქართულ რესტორან „მანჩოს ფუდ გალერიში“ საინტერესო გამოფენასა და საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის იდეა შესთავაზა:
„გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ გამოფენა და გამოფენას დავარქვით „ტურიზმი საქართველოში“. გამოფენილი იქნება ფოტომასალები, სლაიდების სახით იქნება საქართველოს ისტორია, რომელიც ჩეხურად თარგმნა და მოგვაწოდა ჯიმი დაბრუნდაშვილმა, რომ აუდიტორიას გაუადვილდეს გაგება. და შემდეგ ასევე გვინდა საქველმოქმედო ღონისძიების გაკეთება და ვისაც სურვილი ექნება, შემოწირულობებს გაიღებს“.
ჩეხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების ორგანიზებით მოწყობილი საქველმოქმედო გამოფენიდან შემოსული თანხები კი ახალგაზრდა ქართველი მსახიობის გიორგი ყორღანაშვილის გადარჩენის ფონდში გადაირიცხება.