ქუთაისის მერიამ კოალიცია "ქართულ ოცნებას", მიტინგის ჩასატარებლად მოთხოვნილი ცენტრალური მოედნის ნაცვლად, აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია - ეგრეთ წოდებული ასსაფეხურიანი კიბეები -შესთავაზა. ქუთაისის თვითმმართველობის განმარტებით, 1 ივნისიდან 1 ივლისამდე ქალაქის ცენტრალური მოედანი დაკავებული აქვთ კულტურული ფესტივალის მონაწილე მომღერლებს, ანსამბლებსა და შემოქმედებით ჯგუფებს. ადგილობრივი ხელისუფლების ამგვარი განმარტების მიუხედავად, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ მოედნის გამოყოფაზე უარი პოლიტიკური მოსაზრებით ეთქვათ.
7 ივნისს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მიტინგის ჩატარების ინიციატივით კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ჯერ კიდევ 27 მაისს თბილისში გამართულ მიტინგზე გამოვიდა. ბიძინა ივანიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიაწვდენდა ხმას:
„ჩვენ უნდა მივიდეთ ყველგან, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში! 7 ივნისს ქუთაისი გველოდება.“
ამ განცხადების გაკეთებიდან ერთი დღის შემდეგ, ანუ 28 მაისს, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა შესაბამისი განცხადებით ქუთაისის მერიას მიმართეს, თუმცა პასუხად უარი და სანაცვლოდ ახალი შეთავაზება მიიღეს. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თენგიზ თოფურიძის თქმით, საზეიმო ღონისძიებების გამო, ქალაქის მთავარი მოედანი 1 ივლისამდე დაკავებული იქნება:
„აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობენ შემოქმედებითი კოლექტივები, საესტრადო შემსრულებლები, მომღერლები, სკოლებისა და ბაღების აღსაზრდელები და ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება 25 მაისიდან ტელეკომპანია „რიონის“ მეშვეობით. რაც შეეხება ოფიციალურ მომართვას მანიფესტაციასთან დკავშირებით, წერილობით ვუპასუხეთ ორჯერ, კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით. შევთავაზეთ ალტერნატივა ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასე რომ, მანიფესტაციის ჩატარების მსურველებს აქვთ სრული შესაძლებლობა ჩაატარონ აქცია ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე.“
ამ განცხადების პასუხად „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სწორედ ხელისუფლება უქმნის დაბრკოლებებს და რომ ერთთვიანი ფესტივალიც მათი ღონისძიების ჩასაშლელად დაიგეგმა. აი, რა განაცხადა ქუთაისის მერიის გადაწყვეტილების კომენტირებისას რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნატო ქათამაძემ:
„ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ არანაირი ღონისძიებები ამ თვის მანძილზე არ იყო გაწერილი. ქალაქში გამოკრული იყო აფიშები, რომელთა მიხედვითაც 6 და 8 ივლისი იყო დაკავებული, მაგრამ როცა განცხადება შევიტანეთ, შემდეგ გაწერეს ყველა დღე და, მათ შორის, 7 ივნისი, რადგანაც ეშინიათ არ განმეორდეს ქუთაისში ის, რაც 27 მაისს მოხდა თბილისში. ეშინიათ ხალხის, რომელიც შეიძლება გამოვიდეს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და ყველაფერს აკეთებენ ხელის შესაშლელად.“
„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულნი არიან, რომ ქუთაისის მერიის პასუხი პოლიტიკურადაა მოტივირებული. კოალიციის პრესმდივნის მაია ფანჯიკიძის თქმით, რომ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება, მხარეები - კოალიცია და მერია - შეთანხმებას აუცილებლად შეძლებდნენ:
„ტექნიკური პრობლემები, როგორც წესი, 21-ე საუკუნეში იჭრება. ამიტომ აღვიქვამ როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.“
ქუთაისის მერიაში კი არ უარყოფენ, რომ ერთთვიანი ფესტივალი ქალაქში პირველად ტარდება. რადიო თავისუფლება მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს თემურ ცამციშვილს ელაპარაკა.
„ამ მასშტაბის ფესტივალი პირველად ტარდება, მაგარამ მის ფარგლებში არის ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ტრადიციულად იქცა და ბოლო 6 წლის განმავლობაში იმართება. დოკუმენტურადაც დადასტურებულია, რომ ეს ფესტივალი ორი თვის წინ დაიგეგმა.“
გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების მსგავსად, მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ ცენტრალური მოედნის სანაცვლოდ შეთავაზებული დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია მასშტაბური მანიფესტაციის ჩატარების საშუალებას იძლევა. აკაკი ბობოხიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი და იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ამბობს:
„ვერანაირ არსებით განსხვავებას ვერ ვხედავ. არანაირი პერიფერია ასსაფეხურიანი კიბეები არ არის. ბალახვნელებმა არ გაუგონ, რომ ბალახვანი პერიფერია ჰგონიათ, თორემ მერე ბალახვნელებმა შეიძლება იქაც არ ჩაატარებინონ აქცია. ეს ადგილი არის ძველი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი უბანი. მერე „ქართული ოცნება“ არც მალავს, რომ მისი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ადამიანის შეკრება და ამ რაოდენობის ჩვენება - ოღონდ არ ვიცი, ვისთვის. ამის გათვალისწინებით, რა მნიშვნელობა აქვს სად აჩვენებ და სად შეაჩერებ ამ ადამიანებს. შეთავაზებულ ადგილზე 100 ათასი ადამიანი თავისუფლად დაეტევა.“
7 ივნისს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მიტინგის ჩატარების ინიციატივით კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ჯერ კიდევ 27 მაისს თბილისში გამართულ მიტინგზე გამოვიდა. ბიძინა ივანიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიაწვდენდა ხმას:
„ჩვენ უნდა მივიდეთ ყველგან, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში! 7 ივნისს ქუთაისი გველოდება.“
ამ განცხადების გაკეთებიდან ერთი დღის შემდეგ, ანუ 28 მაისს, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა შესაბამისი განცხადებით ქუთაისის მერიას მიმართეს, თუმცა პასუხად უარი და სანაცვლოდ ახალი შეთავაზება მიიღეს. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თენგიზ თოფურიძის თქმით, საზეიმო ღონისძიებების გამო, ქალაქის მთავარი მოედანი 1 ივლისამდე დაკავებული იქნება:
როცა განცხადება შევიტანეთ, შემდეგ გაწერეს ყველა დღე და, მათ შორის, 7 ივნისი, რადგანაც ეშინიათ არ განმეორდეს ქუთაისში ის, რაც 27 მაისს მოხდა თბილისში ...ნათია ქათამაძე
„აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობენ შემოქმედებითი კოლექტივები, საესტრადო შემსრულებლები, მომღერლები, სკოლებისა და ბაღების აღსაზრდელები და ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება 25 მაისიდან ტელეკომპანია „რიონის“ მეშვეობით. რაც შეეხება ოფიციალურ მომართვას მანიფესტაციასთან დკავშირებით, წერილობით ვუპასუხეთ ორჯერ, კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით. შევთავაზეთ ალტერნატივა ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასე რომ, მანიფესტაციის ჩატარების მსურველებს აქვთ სრული შესაძლებლობა ჩაატარონ აქცია ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე.“
ამ განცხადების პასუხად „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სწორედ ხელისუფლება უქმნის დაბრკოლებებს და რომ ერთთვიანი ფესტივალიც მათი ღონისძიების ჩასაშლელად დაიგეგმა. აი, რა განაცხადა ქუთაისის მერიის გადაწყვეტილების კომენტირებისას რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნატო ქათამაძემ:
„ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ არანაირი ღონისძიებები ამ თვის მანძილზე არ იყო გაწერილი. ქალაქში გამოკრული იყო აფიშები, რომელთა მიხედვითაც 6 და 8 ივლისი იყო დაკავებული, მაგრამ როცა განცხადება შევიტანეთ, შემდეგ გაწერეს ყველა დღე და, მათ შორის, 7 ივნისი, რადგანაც ეშინიათ არ განმეორდეს ქუთაისში ის, რაც 27 მაისს მოხდა თბილისში. ეშინიათ ხალხის, რომელიც შეიძლება გამოვიდეს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და ყველაფერს აკეთებენ ხელის შესაშლელად.“
„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულნი არიან, რომ ქუთაისის მერიის პასუხი პოლიტიკურადაა მოტივირებული. კოალიციის პრესმდივნის მაია ფანჯიკიძის თქმით, რომ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება, მხარეები - კოალიცია და მერია - შეთანხმებას აუცილებლად შეძლებდნენ:
„ტექნიკური პრობლემები, როგორც წესი, 21-ე საუკუნეში იჭრება. ამიტომ აღვიქვამ როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.“
ქუთაისის მერიაში კი არ უარყოფენ, რომ ერთთვიანი ფესტივალი ქალაქში პირველად ტარდება. რადიო თავისუფლება მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს თემურ ცამციშვილს ელაპარაკა.
ბალახვნელებმა არ გაუგონ, რომ ბალახვანი პერიფერია ჰგონიათ, თორემ მერე ბალახვნელებმა შეიძლება იქაც არ ჩაატარებინონ აქცია ...აკაკი ბობოხიძე